თავში

ქართული ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი” ექსპორტზე გავა

ქართული ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი” ექსპორტზე გავა
ქართული ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი” ექსპორტზე გავა

ახალი ქართული ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი” 120 მმ მობილური ნაღმმტყორცნის მოდულით ექსპორტზე გავა. 

ამის შესახებ REPORT.GE-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანას შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ქვეყანას ჯერ "დელტა" არ ასახელებს კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში განმარტავენ მხოლოდ იმას, რომ 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით აღჭურვილი ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ პირველი პარტია ათეული მილიონის ღირებულებისაა.

პოტენციური შემკვეთის სურვილის მიხედვით საბრძოლო მანქანის დაკომპლექტება შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის შიდა და გარე კავშირის რადიოსადგურებით, გლობალური ნავიგაციის სისტემით, ინერციული ნავიგაცია-პოზიციონირების სისტემით (GPS/INS), კონსტრუქციაში ჩაშენებული ან სწრაფმოხსნადი ცეცხლის მართვის სისტემებით (MFCS), ბრძოლის ველის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის მართვის, კავშირის და ინფორმაციის გაცვლის C2/C3/C4/C4i სისტემებით.

"ეს არის ახალი სიტყვა საარტილერიო სისტემებში, რომელიც დამონტაჟებულია დიდგორი მეომარის უკანა მოდულურ ნაკვეთურში. დიდგორის ტიპის ჯავშანმანქანების ოჯახის მორიგი მოდიფიკაცია სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ესენია- უნიფიცირებული სავალი ნაწილი, ჯავშანკაფსულა რომელშიც 5 კაცი თავსდება და უკანა მოდულური ნაკვეთური, სადაც სხვადასხვა ტიპის შეიარაღების ან სადაზვერვო დანიშნულების მოდული მონტაჟდება. მანქანის განსხვავებული მოდიფიკაციის მიხედვით, უკანა ნაწილში შესაძლებელია სადესანტო ნაკვეთური ან სატვირთო ძარა დამონტაჟდეს და სწორედ ამ ნაწილშია დამონტაჟებული მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული," - ვკითხულობთ "დელტას" 2018 წლის ანგარიშში.

შეგახსენებთ,ქართული ჯავშანმანქანები ექსპორტზე პირველად 2016 წელს საუდის არაბეთში გავიდა. 100 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტით საქართელომ საუდის არაბეთს 100 ჯავშანმანქანა მიაწოდა.

„დელტა" 2015 წლიდან სეტყვის საწინააღდეგო რაკეტებს აწარმოებს ამარაგებს ადგილობრივ ბაზარს, პროდუქტი გადის უცხო ქვეყნებშიც.  მანამდე საქართველო სეტყვისსაწინააღმდეგო რაკეტებს მაკედონიიდან და ბულგარეთიდან ყიდულობდა.

ამჟამად, საბრძოლო სამეცნიერო-ტექნიკურიცენტრი ,,დელტა“ უკვე მსოფლიოს 28 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, პერუში, პოლონეთში, ინდოეთსა და ყაზახეთში.

დაჯავშნული მანქანა, ყუმბარმტყორცნი და ნაღმტყორცნი, - ეს იმ საბრძოლო ტექნიკის ნაწილია, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საბრძოლო-სამცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ,,დელტამ“ შექმნა და 2015 წლიდან საზღვარგარეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალების აღჭურვილობაში შედის.

რამდენიმე წლის წინ „დელტამ“სამედიცინო-საევაკუაციო მანქანის წარმოების შესახებ გამართულ ტენდერშიც გაიმარჯვა. საუდის არაბეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ქართულმა პროდუქტმა ამერიკულს აჯობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system