თავში

ქართული კარტოფილის ექსპორტი 10-ჯერ გაიზარდა

ქართული კარტოფილის ექსპორტი 10-ჯერ გაიზარდა
ქართული კარტოფილის ექსპორტი 10-ჯერ გაიზარდა

საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ გაიზარდა. 

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან 10.595 მლნ დოლარის ღირებულების 30 006 ტონა კარტოფილი გავიდა. 2020 წლის 9 თვეში კარტოფილის ექსპორტმა 3 012 ტონა შეადგინა. 

ქართული კარტოფილის ექსპორტით შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ:

  • რუსეთი - 20 403 ტონა (9.009 მლნ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 4 924 ტონა (614.2 ათასი დოლარი)
  • მოლდოვა - 1 738 ტონა (319.6 ათასი დოლარი)
  • თურქმენეთი - 871 ტონა (125.3 ათასი დოლარი)
  • ბელარუსი - 669 ტონა (177.1 ათასი დოლარი)
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system