თავში

ქართული კივი იაპონურ ბაზარზე გავიდა

ქართული კივი იაპონურ ბაზარზე გავიდა
ქართული კივი იაპონურ ბაზარზე გავიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით შპს „არომაპროდაქტსმა“ ქართული კივის ექსპორტი იაპონურ ბაზარზე განახორციელა.

სააგენტოს ცნობით,  ქართული პროდუქციის იაპონიაში ექსპორტის გასაზრდელად იაპონური დელეგაციია საქათველოში ჩამოვა. იაპონური მხარე ასევე აპირებს აქტიური კამპანიის წარმოებას, საქართველოს, როგორც საინტერესო ბიზნეს მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით. მოცემული კამპანიის ხელშეწყობის პროცესში იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან ერთად სააგენტოც ჩაერთვება.

ემირატების და საერთოდ შუა აზიის ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ წარმოდგენილნი ვართ საკმაოდ მსხვილ ქსელებში” -ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ვალერი გუგუშვილი.

შპს "არომაპროდაქტსმა" 2021 წლის 21-25 თებერვალს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და The USAID Agriculture Program -ის მხარდაჭერით, კომპანიამ სხვა ქართულ ბრენდებთან ერთად - Gulfood 2021 გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

2020 წელს საქართველომ კივი მხოლოდ სოხეთში, რუსეთსა და იაპონიაში დააექსპორტა. სომხეთში 081050 სასაქონლო კოდით გაყიდულია 304.26 ტონა 200.32 ათასი დოლარის ახალი კივი, რუსეთში დაექსპორტდა 103.45 ათასი დოლარის 79.97 ტონა კივი.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ ყველაზე დიდი ოდენობით კივი 2020 წელს შეიძინა ირანისგან და თურქეთისგან.

ირანიდან 2020 წელს საქართველოში 081050 სასაქონლო კოდით იმპორტირდა 401.09 ათასი დოლარის 876.46 ტონა ახალი კივი, ხოლო თურქეთიდან 225.78 ათასი დოლარის 441.85 ტონა კივი. კივის იმპორტი წელს ფიქსირდება სამხრეთ აფრიკიდანაც და ნიდერლანდიდანაც. 

საქართველოს თბილ რეგიონებში კივის ნაყოფი შესაძლებელია მოიკრიფოს ნოემბრის თვეში, ყინვების დაწყებამდე და დეკემბრის პირველ დეკადაში (ჯიში ჰაივერდი). რაც შეეხება ადრემწიფად ჯიშებს - "მონტი", "ბრუნო" ისინი შესაძლებელია 15-20 ნოემბრამდე მოიკრიფოს. ნაყოფის კრეფა ხდება ხელით. ნაყოფის ყუნწი რჩება მცენარეზე.

კივის მოსავლის აღების წესებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი განმარტავს. მათი ინფორმაციით, ევროპის ქვვეყნების ბაზარზე განასხვავებენ აქტინიდიის ნაყოფის 3 კატეგორიას: 1. ექსტრა - ამ კატეგორიის ნაყოფი არ უნდა ხასიათდებოდეს დეფექტებით, იყოს მაღალი ხარისხის, მინიმალური წონა - 80 გრამი. 2. პირველი კატეგორია - ნაყოფს უნდა ჰქონდეს ჯიშისთვის დამახასიათებელი ფორმა და ფერი. ნაყოფის მინიმალური წონა - 70 გრამი. 3. მეორე კატეგორია - ნაყოფი იყოს საკმაოდ მაგარი , არ არის აუცილებელი ფორმა და ფერი შეესატყვისებოდეს ჯიშურ მაჩვენებლებს, მინიმალური წონა - 65 გრამი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system