თავში

ქართული კომერციული ბანკების აქტივების მოცულობა 56 მილიარდი ლარია

ქართული კომერციული ბანკების აქტივების მოცულობა 56 მილიარდი ლარია
ქართული კომერციული ბანკების აქტივების მოცულობა 56 მილიარდი ლარია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 318.79 მლნ ლარით (0.81%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.71%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 39.21 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 464.05 მლნ ლარით (2.57%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 782.84 მლნ ლარით (3.64%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.99%-ით).

2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.11 მლრდ ლარით ანუ 1.94%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.89 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი ივლისისათვის 55.98 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.84 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.21%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system