თავში

ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა
ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. 

ბოლო კვირაში ქართული კომპანიების ფასი საშუალოდ 5-7%-ით არის მომატებული.

 საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG), აქციების ღირებულების ზრდამ 2.58% შეადგინა, ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 99.5 პენსი ღირს. 

BGEO-ს, ანუ "საქართველოს ბანკის" აქციების ღირებულება 3.12%-ით გაიზარდა და დღეისთვის ერთი აქციის ფასი 9.93 გირვანქა სტერლინგია.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების ზრდამ კი 2.46% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.42 გირვანქა სტერლინგი გახდა. 

TBC-ის აქციების ღირებულების ცვლილება კი +10.07%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 8.09 გირვანქა სტერლინგი ღირს.

ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარი ინდექსი FTSE 100-ს დღეს 2.93%-ით გაიზარდა.

FTSE 250-ის ინდექსი, რომლის შემადგენლობაშიც ქართული კომპანიებიც შედიან, 3.44%-ით არის გაზრდილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system