თავში

რა ნიშნულზეა ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია

ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია
რა ნიშნულზეა ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია

ლონდონის საფონდო ბირჟის პარასკევის სავაჭრო სესიაზე, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები 12.18 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე, წინა კვირის მაჩვენებელზე 2.6%-ით დაბალ ნიშნულზე დაიხურა. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა 223.7 ათას აქციას გაუტოლდა. 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) 141.2 ათასი აქცია ივაჭრა, დახურვის ფასმა კი 11.48 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (-3.4% კვ/კვ) შეადგინა. 

საქართველოს კაპიტალის (CGEO LN) აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ პარასკევს 5.03 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე (-4.2% კვ/კვ) დაიხურა, ვაჭრობის მოცულობამ კი 197.9 ათასი შეადგინა.

ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 4 ქართული კომპანიაა დალისტული. ესენია: "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი", საქართველოს ბანკის ჯგუფი, საქართველოს კაპიტალი და თიბისი ბანკის ჯგუფი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system