თავში

ქართული კორპორატიული ობლიგაციების ფასი

ქართული კორპორატიული ობლიგაციების ფასი
ქართული კორპორატიული ობლიგაციების ფასი

საკონსულტაციო და ანალიტიკური საერთაშორისო ორგანიზაცია "გალტ & თაგარტი" რეგიონის ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს.

ორგანიზაციამ გამოიკვლია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთის, უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და უზბეკეთის ბაზრები.

"გალტ & თაგარტის" მიხედვით, საქართველოს კორპორატიული ობიგაციებიდან სილქნეტის ევრობონდმა (SILKNET 24) ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, წლის დასაწყისიდან შემოსავლიანობა 684სპ-ით გაიზარდა და ბოლო მდგომარეობით 14.5% შეადგინა (89.5-ფასი).

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის (GOGC 21) შემოსავლიანობა 717სპ-ით გაიზარდა და 10.3% შეადგინა (96.7-ფასი).

საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციის (GRAIL 22) შემოსავლიანობა 431სპ-ით გაიზარდა და 7.9%-ია (99.7-ფასი).

საქართველოს კაპიტალს და ქართულ ბანკებს შედარებით უკეთესი შედეგები აქვთ. კერძოდ, საქართველოს კაპიტალის (GEOCAP 24) ევრობონდის შემოსავლიანობა 199სპ-ით გაიზარდა და 8.5% შეადგინა (92.2-ფასი).

საქართველოს ბანკის (BOG 23) ევროობლიგაციის შემოსავლიანობა 140სპ-ით გაიზარდა და 5.7% შეადგინა (100.9ფასი), ხოლო თიბისი ბანკის (TBC 24 ) შემოსავლიანობა 288სპ-ით გაიზარდა და 7.7%-ს მიაღწია (93.0-ფასი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system