თავში

ქართული კვერცხი კონკურენციას ვერ უძლებს

ქართული კვერცხი კონკურენციას ვერ უძლებს
ქართული კვერცხი კონკურენციას ვერ უძლებს

მწარმოებლების ინფორმაციით, იაფად შემოტანილ იმპორტულ კვერცხს ქართული წარმოება კონკურენციას ვერ უწევს. ეს ძირითადი მიზეზია, რის გამოც, ქართული კვერცხის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანიის დირექტორის, ოთარ მუჩიაშვილის ინფორმაციით, წარმოების ტემპი მცირდება. მისი თქმით, შემცირდა ფრინველის წარმოებას, ორივე მიმართულებით დანაკარგი დაახლოებით 30-40%-ის ფარგლებშია.

,,ნედლეულის შემოტანა გართულდა, ხარჯი გაგვიძვირდა, ხოლო რეალიზაციას ვერ ვახდენთ. დიდი რაოდენობით შემოდის იმპორტი, რასაც ჩვენი წარმოება კონკურენციას დაბალი ფასის გამო ვერ უწევს. შესაბამისად, როგორც ქათმლის, ასევე კვერცხის წარმოება შევამცირეთ დაახლოებით 30-40%-ის ფარგლებში. რა ხარჯიც გაწეული გავქვს, იმის ნახევარ ფასშიც ვერ ვყიდით პროდუქტს. არანაირი კონტროლი არ არის, ვისაც რა უნდა და როგორც უნდა, ისე შემოაქვს ქვეყანაში პროდუქტი. ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ უცხოური ბაზრებიდან იმპორტიორებს კვერცხი 3 თეთრად შემოაქვთ, არანაირ გადასახადს არ იხდიან და ჰყიდიან, რა ფასადაც თვითონ აწყობთ, დიდი განუკითხაობაა. რა კონკურენციაზეა საუბარი, უმძიმეს მდგომარეობაში ვართ და ლამის გაკოტრებამდე მივიდეთ. ეს პრობლემა არ დაწყებულია ეპიდემიის გამო, წლებია, დემპინგს ვერ ვუმკლავდებით", - აცხადებს report.ge-თან ოთარ მუჩიაშვილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით,საქართველოში წარმოებულია 167.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.4 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება დემპინგს, ადგილობრივ წარმოებას დიდი ხანია აწუხებს და ადგილობრივი მეწარმეები მთავრობას შველას სთხოვენ. პარლამენტმა ივნისის ბოლოს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“. 

პროექტის მიხედვით, ამ საკითხზე მოკვლევის ორგანოს კონკურენციის სააგენტო წარმოადგენს. სააგენტო, დემპინგური იმპორტის შესწავლას, ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, კონკრეტული პროდუქტის შესახებ დაიწყებს. „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, კონკურენციის სააგენტო ვალდებულია, დაადგინოს, იყიდება თუ არა იმპორტირებული პროდუქტი დემპინგური ფასებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system