თავში

"ქართული ლუდის კომპანია" ზარალს ითვლის

"ქართული ლუდის კომპანია" ზარალს ითვლის
ქართული ლუდის კომპანია ზარალს ითვლის

"ქართული ლუდის კომპანიამ" ნახევარი წელი ზარალით დაასრულა. კომპანიის წმინდა ზარალი 6 თვეში 4 მილიონი ლარია. შარშან ამავე პერიოდში კომპანიას 6 ნახევარი მილიონის მოგება ჰქონდა. 

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია 143 ათას ლარად შეფასებულ აქტივებს ფლობს. ქართული ლუდის კომოანიას 25 მილიონი ლარის ობლიგაციები აქვს გამოშვებული. ეს პბლოგაციები 2023 წელს უნდა დაფაროს. „ქართული ლუდის კომპანიის" (ს/ნ 404900737) მიერ გამოშვებული 5 წლიანი, 25 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს "თიბისი კაპიტალი". ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიან (91 დღიან) სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს დამატებული 400 საბაზისო პუნქტით, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2023 წლის 21 დეკემბერი.

"ქართული ლუდის კომპანია" რამდენიმე სახეობის ლუდს, მათ შორის "ზედაზენს", "ბავარიას" და "ბელგიურს" აწარმოებს..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system