თავში

ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში დაექსპორტდა

ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში დაექსპორტდა
ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში დაექსპორტდა

შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში დაექსპორტდა.

ექსპორტის განახორციელა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა საწარმომ შპს „გლენბერმა“.

2018 წლიდან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 5 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია. სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, სადაც, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში, 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. შპს „გლენბერიში“ 150 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22 000. მიმდინარე წელს კომპანიის მფლობელებმა 5 ჰა-ზე ბროკოლის და 11 ჰა-ზე მარწყვის პლანტაციაც გააშენეს.

ცნობისთვის, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა.

შპს „გლენბერში“ წარმოების პროცესის გასაცნობად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შიდა ქართლის მხარის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system