თავში

ქართული მიდიები და ხამანცკები 5 ქვეყანაში დაექსპორტდება

ქართული მიდიები და ხამანცკები 5 ქვეყანაში დაექსპორტდება
ქართული მიდიები და ხამანცკები 5 ქვეყანაში დაექსპორტდება

"აზერბაიჯანმა, უკრაინამ, რუსეთმა, ჰონგ კონგმა და კანადამ უკვე გამოხატეს ინტერესი საქართველოდან ჩვენი პროდუქტების მიღებაზე," - ამის შესახებ კომპანია „მარიკულტურა გეორგიაში" აცხადებენ. ინფორმაციას ადასტურებს სოფლის მეურნების სამინისტროც. საქართველოს აჭარის რეგიონში მოქმედი Maricultura Georgia-ს საწარმო, რომელიც დაარსდა 2020 წელს სოფელ კვარიათის მახლობლად, ამუშავებს და ზრდის მიდიებსა და ხამანცკებს. პროდუქტები იყიდება შიდა ბაზარზე. წარმოების მოცულობების გაზრდის შემდეგ, გათვალისწინებულია ზღვის პროდუქტების ექსპორტი.

კომპანიის წყალქვეშა საზღვაო ფერმა 70 ჰა ზღვის აკვატორიას მოიცავს. მისი წარმადობა, სეზონზე, 30 ტონა მიდიას და 10-15 ტონა ხამანწკას შეადგენს. მიდიის ზრდასრულ ასაკამდე გაზრდას 2 წელი, ხოლო ხამანწკის - 4 წელი სჭირდება. წარმოებული პროდუქციის ცოცხალი სახით რეალიზება მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში, კომპანია მომხმარებლებს შოკური მეთოდით გაყინულ პროდუქციას სთავაზობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system