თავში

ქართული მოცვი სინგაპურსა და კუალა-ლუმპურშიც გაიყიდება

ქართული მოცვი სინგაპურსა და კუალა-ლუმპურშიც გაიყიდება
ქართული მოცვი სინგაპურსა და კუალა-ლუმპურშიც გაიყიდება

ერთ კვირაში კომპანია GeoFresh-ი სინგაპურში და მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში ქართული მოცვის პირველ პარტიას გააგზავნის.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიაში განუცხადეს, პირველ ეტაპზე ექსპორტის მოცულობა 2 ტონას არ გადააჭარბებს და ეს ქართული მოცვის აღნიშნულ ბაზარზე გამოჩენის პირველი პრეცედენტია.

„მიწოდება გაიზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენად მოთხოვნადი იქნება პროდუქცია. 1 კილოგრამი ქართული მოცვის ფასი სინგაპურშიც და კუალა- ლუმპურში 10 დოლარი იქნება“,- აღნიშნავენ GeoFresh-ში.

GeoFresh-ისთვის ჯერჯერობით გასაღების მთავარ ბაზრად რუსეთი რჩება, სადაც უკვე 15 ტონამდე მოცვია ექსპორტირებული. სეზონის დასრულებამდე (დაახლოებით 25 ივლისი) რუსეთში დამატებით კიდევ 10-15 ტონა მოცვის ექსპორტი იგეგმება. 2,5 ტონა მოცვია ექსპორტირებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში, კილოგრამი 8.5 დოლარად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system