თავში

ქართული ნაწარმის უმეტესობა ჩინეთში, რუსეთსა და ბულგარეთში გაიყიდა

ქართული ნაწარმის უმეტესობა ჩინეთში, რუსეთსა და ბულგარეთში გაიყიდა
ქართული ნაწარმის უმეტესობა ჩინეთში, რუსეთსა და ბულგარეთში გაიყიდა

პანდემიისას, 2020 წელს ქართული ნაწარმის უმეტესობა ჩინეთში, რუსეთსა და ბულგარეთში გაიყიდა.

საქსტატის მიხედვით, 2020 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (459.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (401.2 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (310.4 მლნ. აშშ დოლარი).

პანდემიის მიუხედავად, საქართველომ მოახერხა ადგილობრივი ექპორტის წილის ზრდა მთლიან ექსპორტში. 2020 წელს საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება, მთლიან ექსპორტს, ის წლიურ ჭრილში შემცირებულია. 2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 

სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 729.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 246.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 209.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system