თავში

ქართული ნავთობპროდუქტების ბაზარზე წელს ახალი რეგულაციები ამოქმედდა

ქართული ნავთობპროდუქტების ბაზარზე წელს ახალი რეგულაციები ამოქმედდა
ქართული ნავთობპროდუქტების ბაზარზე წელს ახალი რეგულაციები ამოქმედდა

2020 წელი საქართველოს ნაბთობროდუქტების ბაზარზე მნიშვნელოვანის საკანონმდებლო სიახლეებით გამოირჩეოდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ბიზნესის ინიციატივით და მონაწილეობით იქნა მიღებული, რაც ბიზნესის მხრიდან დადებითად ფასდება. 

საქართველომ აღურიცხავ საწვავის იმპორტსა და რეალიზაციაზე კონტროლი გაამკაცრა. ეს მოხდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №92 (2020 წლის 6 აპრილი) „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებით, რომელმაც შეცვალა საქართველო ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების თანახმად მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ავზებით საწვავის შემოტანაზე შეზღუდვების დაწესება. ამ დადგენილებამ მნიშვნელოვნად იმუშავა აღურიცხავი დიზელის საწვავის პრობლემასთან მიმართებაში.

წელსვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შევიდა, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად გამკაცრდა საჯარიმო სანქციები, რომელიც ეხება საქართველოში უხარისხო საწვავის იმპორტს, რეალიზაციას და წარმოებას. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, წარმოება ან/და მიწოდება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს. 

თხევად აირზე (LPG) დაწესდა ერთიანი აქციზი. კერძოდ, განხორციელდა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმადაც ნაცვლად ორეტაპიანი აქციზის გადასახადისა: პირველი ეტაპი 120 ლარი უშუალოდ იმპორტის დროს, შემდგომ თუ აღნიშნული პროდუქტის მიწოდება ხდებოდა, როგორც საავტომობილო საწვავი დამატებით ხდებოდა 180 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ცვლილების თანახმად მოხდა 300 ლარის ოდენობის აქციზის გადასახადის გადახდა უშუალოდ პროდუქტის იმპორტის დროს. ასევე პროდუქტები სასაქონლო კოდით (290110000000, 290123), რომელზეც არ ვრცელდებოდა აქციზის გადასახადი, დაიბეგრა 300 ლარიანი გადასახადით. ამან განაპირობა ის, რომ თხევადი აირის ბაზარზე შეიქმნა კონკურენტული გარემო, ყველა მეწარმე ჩადგა თანაბარ პირობებში და სახელმწიფო ღებულობს თავის კუთვნილ შემოსავალს სრულად.

ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ჩამონათვალი გაიზარდა. ანუ ამ საწვავის კონტოლი გამკაცრდა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №751 ''საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის № 124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხდა დაგენილებაში დამატებითი კომპონენტების შეტანა, რითაც განხორციელდა ბენზინის ხარისხის ევროპულ გარემოსდაცვით ნორმებთან ჰარმონიზაცია.

გადავადდა 1 წლით დიზელის ევრო 5 სტაბდარტის ვალდებულება. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც მოხდა ახალი დიზელის სტანდარტის მიღების ერთი წლით გადავადება. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში კვლავინდებურად იყოს წარმოდგენილი შედარებით დაბალი ფასის აზერბაიჯანული დიზელის საწვავი.

"მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, ნავთობპროდუქტების ინდუსტრიაში მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება. მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება, როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული კომპანიების მიერ. დღეისათვის საქართველოში ფუნქციონირებს 1200- ზე მეტი ავტოგასამართი სადგური“, - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system