თავში

ქართული პორტების როლი CAREC-ის თანამშრომლობაში

ქართული პორტების როლი CAREC-ის თანამშრომლობაში
ქართული პორტების როლი CAREC-ის თანამშრომლობაში

"საქართველოს პორტებს და, ზოგადად, საზღვაო სფეროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს CAREC-ის თანამშრომლობაში შემავალი ქვეყნებისთვის," - ამის შესახებ აღნიშნულია CAREC-ის (Central Asia Regional Economic Cooperation) კვლევაში. ორგანიზაციამ CAREC-ის ქვეყნების პორტებისა და ლოგისტიკური სისტემის მიზნობრივი კვლევა 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის მარტში გამოაქვეყნა. კვლევაში საქართველოსთან დაკავშირებით წერია შემდეგი:

„საქართველოში საზღვაო პორტებთან დაკავშირებით ასეთი ვითარებაა: (i) ფოთის პორტში მოქმედებს უპირობო მფლობელობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად კომპანია APM Terminals წარმოადგენს პორტის მესაკუთრე-ბენეფიციარს და მთავარ ოპერატორს (ქართულ კომპანია Pace Group-თან ერთად); (ii) ბათუმის პორტში მიწა სახელწმიფოს საკუთრებაშია, მაგრამ მართვის უფლება ეკუთვნის ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიას KazTransOil, რომელიც, თავის მხრივ, იჯარით გასცემს სატერმინალო ოპერაციების განხორციელების უფლებას მესამე მხარეებზე; (iii) ყულევის სანავთობო ტერმინალი აზერბაიჯანული სანავთობო კომპანიის SOCAR საკუთრებაშია და ის უწევს ექსპლუატაციას; და (iv) სუფსის ტერმინალის ოპერატორს წარმოადგენს კომპანია ВР, თუმცა საბოლოო ბენეფიციარს წარმოადგენს სახელმწიფო. საზღვაო სექტორში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესუსტების და მოქმედი სპეციალური შეთანხმებების განსხვავებულობის შედეგს წარმოადგენს პორტების და საზღვაო საქმიანობის სფეროში სახელმწიფო რეგულირების არარსებობა. [...] და მაინც, საპორტო საქმიანობის და ნორმების დაცვის სფეროში მარეგულირებელი აქცენტის და საკანომდებლო მანდატის უქონლობა ეროვნულ დონეზე რჩება მზარდ პრობლემად საქართველოში“.

ცნობისთვის, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის CAREC (Central Asia Regional Economic Cooperation) წევრი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ავღანეთი, თურქმენეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, საქართველო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, და ჩინეთი) მხოლოდ სამ ქვეყანას - საქართველო, პაკისტანი და ჩინეთი - აქვს საზღვაო პორტები. კიდევ სამ ქვეყანას - აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი - აქვს პორტები კასპიის ზღვაში, რომელსაც არ აქვს გასასვლელი სხვა ზღვაში. ლოგისტიკის ექსპერტების დასკვნით, ვოლგა-დონის არხი მხედველობაში არ მიიღება, რადგან მისი გატარების უნარი შეზღუდულია. CAREC-ის წევრი ქვეყნების უმეტესობა ექსპორტის და იმპორტის სატრანსპორტო მომსახურების დროს იმ ქვეყნების საზღვაო პორტებს ეყრდნობა, რომლებიც არ შედიან CAREC-ის ჯგუფში. ეს ასპექტი CAREC-ის იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე, ძლიერ დამოკიდებულს ხდის მესამე ქვეყნების, მნიშვნელოვნად რუსეთის, თურქეთის და ირანის, ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ქსელის გატარების უნარზე. ამავე დროს, პორტები CAREC-ში არშემავალ ქვეყნებში, როგორიცაა კორეის რესპუბლიკა, ინდოეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მიწოდების ჯაჭვებში CAREC-ის იმ ქვეყნებისაკენ და უკუმიმართულებით, რომელთაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system