თავში

ქართული პროდუქტებისთვის ახალი ონლაინპლატფორმა ამოქმედდა

ქართული პროდუქტებისთვის ახალი ონლაინპლატფორმა ამოქმედდა
ქართული პროდუქტებისთვის ახალი ონლაინპლატფორმა ამოქმედდა

Entrepreneur Shop – ახალი ონლაინმაღაზია მხოლოდ ქართული პროდუქციით Entrepreneur Shop ჟურნალ Entrepreneur-ის ახალი პლატფორმაა.

 ანალოგებისგან განსხვავებით, www.shop.entrepreneur.ge-ზე მხოლოდ ქართველი ანტრეპრენერების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება.

„ახალი ონლაინმაღაზიის ჩაშვებით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ანტრეპრენერულ სულისკვეთებას საქართველოში და ბევრად მეტ ადამიანს გავუჩენთ მოტივაციას, დაიწყონ და განავითარონ საკუთარი საქმე, საკუთარი ბიზნესი. Entrepreneur Shop ქართველ ანტრეპრენერებს არა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვის გაზრდაში, არამედ ბიზნესის პოპულარიზაციასა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარება. ამისათვის ჩვენ ხელთ არსებულ ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ“, - ჟურნალ Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორი გიორგი შარაშიძე

ონლაინმაღაზია უკვე აერთიანებს 25-მდე ქართული ბრენდის 200-მდე პროდუქტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system