თავში

ქართული სტარტაპი სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლისთვის ემზადება

ქართული სტარტაპი სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე
ქართული სტარტაპი სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლისთვის ემზადება

"გვაქვს გარკვეული ხედვები თუ როგორ მიმართულებით განვითარდება ეს სფერო საქართველოში და ასევე კავკასიის რეგიონში. უკვე გვაქვს მოლაპარაკებები და მომავალ წელს სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩვენი პროდუქტის გატანასაც ვგეგმავთ," - ეს ქართული სტარტაპ OFOODO-ის დამფუძნებლის ბექა ხატიაშვილის წლევანდელი გეგმებია.

GITA-ს თანადაფინანსების პროექტის გამარჯვებული სტარტაპი OFOODO სპეციალური აპლიკაციით ერთ სივრცეში აქცევს საქართველოში არსებულ ყველა კვების ობიექტსა და რესტორანს. ამ სერვისზე წვდომა ექნება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს. ესაა აპლიკაცია, რომლითაც მომხმარებელი ერთ სივრცეში, ე.წ ერთი ფანჯრის პრონციით, მიიღებს სრულ ინფორმაციას ყველა რესტორანზე, ონლაინ დაათვალიერებს მენიუს, დაჯავშნის ადგილს, შეუკვეთავს სასურველ კერძს ადგილზე მიტანით(Delivery) ან ადგილიდან წაღებით (Pick-up).

OFOODO ასევე მოიცავს ელექტრონულ QR მენიუს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რესტორანში მისულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორებს QR კოდის დასკანერებით დაათვალიერონ მენიუ საკუთარ ტელეფონში სასურველ ენაზე და გააკეთონ კერძების არჩევანი. ამავდროულად განახორციელონ შეკვეთა მაგიდიდან და გადაიხადონ ანგარიში ელექტრონულად.

სტარტაპში იმედოვნებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დეესკალაცია სწრაფად მოხდება და რეგიონში ბიზნესის უსაფრთხოდ კეთების საშუალება მიეცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system