თავში

ქართული სულგუნი, შებოლილი და იმერული ყველი ამერიკაში გაიყიდება

ქართული სულგუნი, შებოლილი და იმერული ყველი ამერიკაში გაიყიდება
ქართული სულგუნი, შებოლილი და იმერული ყველი  ამერიკაში გაიყიდება

2020 წლიდან ამერიკაში ყველი სულგუნი გაიყიდება. როგორც ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, „ჰერეთი გლობალ“-ის თანადამფუძნებელი ავთანდილ ჩხეიძემ განაცხადა, სულგუნთან ერთად ამერიკის ბაზარზე შებოლილი და იმერული ყველის გატანაც იგეგმება.

ლაგოდეხში სულგუნის ქარხანა USAID-ის თანადაფინანსებით აშენდა. ქარხნის მშენებლობაში ავთანდილ ჩხაიძემ ბიზნესპარტნიორებთან ერთად ჯამში 300 000 დოლარამდე თანხა ჩადო. პირველ პროდუქციას ამერიკაში 2020 წლის იანვარში გაგზავნიან. ქარხანაში 3 ტონიდან 5 ტონამდე რძის გადამუშავება იგეგმება. ყველი ქართულ ბაზარზეც შემოვა. საწარმო ჯამში 100 ადამიანს დაასაქმებს.

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი „ჰერეთი გლობალ“-ის თანადამფუძნებელი ამერიკაში ბიზნესის კეთების სპეციფიკაზეც საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში გაქვს ბიზნესი, კონკრეტული პროცედურების გავლა ყველა ქვეყანაში საჭიროა. მისივე განმარტებით, ამერიკაში სპეციალური ლოგისტიკური ბიზნეს გეგმა იქმნება და შემდგომ მისი განხორციელება იწყება, რაც ბიზნესისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

„რატომ ვაღწევთ ამერიკაში წარმატებას? იმიტომ, რომ წინ არანაირი ბლოკი არ გვაქვს. აქ განვითარების ლიმიტი არ გაქვს და ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი სწორედ ეს იყო. მე მინდოდა განვითარება და არ მინდოდა მქონოდა ლიმიტი ნამდვილად ასეთი ქვეყანა შევარჩიე. ტრანსპორტირება და სხვადასხვა შტატში გადაზიდვების საკითხი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ეს ფინანსური და ტექნიკური საკითხია. ამერიკაში ბიზნესის დაწყება რთული არ იყო, თუმცა, დიდი პერიოდი დასჭირდა იმას, რომ ნაბიჯები გადაგვედგა, თუმცა, ახლა ყველა რგოლთან გამოცდილება, ურთიერთობები და ნდობა გვაქვს, ხოლო შემდეგ პროცესები ადვილად გადასალახია" - განაცხადა ჩხეიძემ.

ბიზნესმენს სურს, რომ „მანნას“ ჩაის, ქართული ზეითუნის ზეთის, ღვინის და გუდის ყველის გარდა ამერიკაში წვენები და ჯემები ჩაიტანოს.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია ამერიკაში ჩამოვიტანოთ და საქართველოში ხალხი სოფლებს დაუბრუნდეს, ხოლო ფერმერის და აგრონომის შრომა დაფასდეს. ჩვენი მიწა პროდუქციას ისეთ გემოს აძლევს, რაც ამერიკაში არ არის", - განმარტა ავთანდილ ჩხეიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system