თავში

ქართული სულგუნის ინდექსი 8-9%-ით შემცირდა

ქართული სულგუნის ინდექსი 8-9%-ით შემცირდა
ქართული სულგუნის ინდექსი 8-9%-ით შემცირდა

ორგანიზაცია "მერძევეობა საქართველოში" რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსს ასაჯარიებს.ორგანიზაციის ცნობით,  აგვისტოსთვის, სულგუნის ინდექსი, რომელიც საქართველოში რძის გადამუშავების მომგებიანობის ცვლილებას გვიჩვენებს, გასული წლის შესაბამისი თვისას ჩამორჩება. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო ყველაზე დაბალია მინიმუმ ბოლო 4 წლისთვის. მართალია რომ რეკორდულად მაღალია სულგუნი ყველის ფასები, მაგრამ ასევე რეკორდულად მაღალია ნედლი რძის ფასებიც. საბოლოო ჯამში ტენდენცია გრძელდება: გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი უარესდება.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სულგუნის ინდექსი სულგუნი ყველის რეალიზაციის ფასისა და რძის შესყიდვის ფასების შეფარდებას წარმოადგენს. ინდექსის მაღალი დონე გვეუბნება რომ ფასები სექტორში უფრო მეტი ინვესტირებისა თუ რძის გადამუშავების გაფართოების უფრო მეტ სტიმულს იძლევიან, ვიდრე იმ პერიოდებში როცა ინდიკატორი დაბალია.

სულგუნის ინდექსი 2020 წლის აგვისტოში დაახლოებით 8-9%-ით ჩამორჩება შარშანდელს. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სულგუნის ინდექსი 1%-ით არის შემცირებული და პირველი რვა თვის საშუალო (ჩვენი დაკვირვების პერიოდში) მინიმალურ დონეზეა (4%-იანი გაუარესებით 2017 წლის 111-დან 106-მდე). 

რძის ბაზრისა ანალიტიკოსების შეფასებით, საერთო ჯამში ტენდენცია გრძელდება: რძეზე ფასები უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ყველზე, შედეგად მომგებიანობის ინდექსი ნელ-ნელა მცირდება.

 "მერძევეობა საქართველოში-ს" ცნობით, აგვისტოსთვის ფასები ქართველ მწარმოებლებთან რეკორდულად მაღალია როგორც ყველზე ისე ნედლ რძეზე:

  • სულგუნი ყველი - 12.70 ლარი კილოგრამზე (+3% წინა წელთან)
  • ნედლი რძე - 9.65 ლარი 10 კილოგრამზე (+12% წინა წელთან)
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system