თავში

ქართული ტექნპროდუქტი "სპინქარის“ პლატფორმაზე ინტეგრირდება

ქართული ტექნპროდუქტი "სპინქარის“ პლატფორმაზე ინტეგრირდება
ქართული ტექნპროდუქტი სპინქარის“ პლატფორმაზე ინტეგრირდება

"ამერიკული კომპანია „SpinCar“-ის მიერ „Pulsar AI“-ის შეძენა არის უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. მეტი ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, მეტი ინვესტიცია ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, ესაა ჩვენი ეკონომიკის მომავალი. მიხარია, რომ უკვე დღეს, ნათლად ვხედავთ ამ მომავლის საფუძვლებს," - ასე აფასებს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი,  ქართული სტარტაპის Pulsar AI - ი ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერის, კომპანია SpinCar - ის მიერ ყიდვას. 

„ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერი კომპანია SpinCar ქართული სტარტაპ Pulsar AI-ს ყიდულობს. Pulsar AI-ის ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდება „სპინქარის“ პლატფორმაზე. მსურს „Pulsar AI“-ის შესანიშნავ და ნიჭიერ გუნდს მივულოცო ეს წარმატება, რომელსაც მათ დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწიეს. ამერიკული კომპანია „SpinCar“-ის მიერ „Pulsar AI“-ის შეძენა არის უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. ეს არის კიდევ ერთი სტიმული ინოვაციების სწრაფი განვითარების ხელშესაწყობად ჩვენს ქვეყანაში. ვულოცავ ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში“, - ამბობს ლაშა ხუციშვილი.

ქართულ სტარტაპს ეს წარმატება პრემიერმა ღარიბაშვილმაც მიულოცა.

Pulsar AI - მა 2019 წელს სილიკონის ველზე $1.2M ინვესტიცია მოიზიდა. აღნიშნული სტარტაპი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან (GITA). ქართულმა სტარტაპმა - Pulsar AI-მა შექმნა დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე მაღალი დონის პლატფორმა ავტომანქანის დილერებისთვის. Pulsar AI - ის ავტომატური კომუნიკაციის გადაწყვეტილების ინტეგრირება SpinCar - ის ინდუსტრიის ლიდერ ციფრული გაყიდვების პროდუქტებთან მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის მიერ დილერებისათვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც ხელს უწყობს მეტი მომხმარებლის ინტეგრირებას ონლაინ გაყიდვებში. Pulsar AI-ის ტენოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar - ის პლატფორმაზე და Pulsar AI - ის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას SpinCar - ის გუნდთან ერთად.

დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის საქართველოში 2016 წელს დაიწყეს. 2019 წლიდან სოფო ჭყოიძეც შეუერთდა გუნდს და ერთად დააარსეს Pulsar AI - ი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია.

Pulsar AI - ის Conversational AI-ის პლატფორმა ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით როგორც იმეილის არხში, ასევე sms-ით, აკავშირებს ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან. კომპანიის აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა - მყისიერი, რელევანტური პასუხის გაცემით, მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ შემოსულ ონლაინ მოთხოვნაზე, ზრდის ეფექტურობის ხარისხს და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს. ავტომატური კომუნიკაციის ფუნქციონალი შესაძლებელს ხდის პასუხი გაეცეს განუსაზღვრელი რაოდენობის იმეილ თუ SMS არხში შემოსულ მომხმარებელთა მოთხოვნებს 24/7.

SpinCar - ი ავტო-დილერებს და ავტო-ინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორისწარმომადგენლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსციფრული გაყიდვების სფეროში. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, სადაცკლიენტი ციფრულ სივრცეში იგივე გამოცდილებას იღებს რასაც შოურუმშივიზიტის დროს. SpinCar- ის მონაცემები და ციფრული ტექნოლოგია მთლიანადდაფუძნებულია კლიენტის ქცევაზე და ამიტომაც, ზუსტად ერგებაავტომობილის ყიდვის საუკეთესო გამოცდილებას.

Pulsar AI - ის შესყიდვით, SpinCar - ის ოფისები წარმოდგენილი იქნება ნიუ-იორკში (ნიუ-იორკი, სირაკუსი), სან-ფრანცისკოში, თბილისში, მანჩესტერსა (ინგლისი) და ტორონტოში (კანადა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system