თავში

ქართული ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 7%-ით გაიზარდა

ქართული ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 7%-ით გაიზარდა
ქართული ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 7%-ით გაიზარდა

2020 წლის პირველ კვარტალში, მარტის თვეში დაფიქსირებული 4%-იანი კლების მიუხედავად, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 7-%-ით გაიზარდა. სატელევიზიო არხების კომერციულმა შემოსავალმა, რომელიც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს, 13,659,925 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

კომისია 2020 წლის პირველი კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს აქვეყნებს.

კომისიის ცნობით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს, COVID-19-ის ეპიდემიის გამოცხადებამდე, მზარდი ტენდენცია ჰქონდა. 

2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს - 317% დაუფიქსირდა, რომელსაც 231%-ით სტუდია მაესტრო მოსდევს. 

2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2020 წელს 189%-იანი ზრდა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჯი-დი-ეს თი-ვი-ს - 56%-, ტელეკომპანია პირველს 50%, ხოლო ტელეიმედს 27%-იანი ზრდა დაუფიქსირდა.

კომისიის ინფორმაციით, სარეკლამო შემოსავლების კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დაუფიქსირდა, მისი სარეკლამო შემოსავალი განახევრდა, სილქნეტს კი 65%-იანი კლება აქვს. 48%-იანი კლება უფიქსირდება ტელეკომპანია „კავკასიას“, სარეკლამო შემოსავალი რაგბი ტვ-ს 45%-ით, ხოლო სეტანტა ჯორჯიას 40%-ით შეუმცირდა.

2020 წლის პირველ კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა: ტელეიმედი - 5,404,783.27 ლარი; 

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” – 2,555,286.62 ლარი;

საზოგადოებრივი მაუწყებელი - 438,038.97 ლარი; 

ტელეკომპანია პირველი - 927,809.19 ლარი; 

მთავარი არხი - 1,859,641.48 ლარი; 

სილქნეტი - 229,656.03 ლარი; 

ჯი-დი-ეს თი-ვი - 437,105.48 ლარი; 

პოსტვ - 465,590.91 ლარი; 

სეტანტა ჯორჯია - 140,829.45 ლარი; 

რ.ბ.ჯ - 116,980.19 ლარი; 

ტვ 25 – 123,116.93 ლარი; 

პალიტრა TV – 109,692.80 ლარი; 

სტუდია მაესტრო - 132,764.00 ლარი; 

რაგბი ტვ - 53,573.00 ლარი; 

ტელეკომპანია „კავკასია“ – 46,468.78 ლარი; 

ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი - 96,280.00 ლარი;

არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი - 48,890.00 ლარი;

ბასტი-ბუბუ - 34,570.00 ლარი; ფოკუს სტუდიო - 36,529.66 ლარი;

სხვა - 402,317.85 ლარი.

რაც შეეხება 2020 წლის II, III და IV კვარტალებს, პანდემით გამოწვეული მდგომარეობა აუცილებლად მოახდენს გავლენას სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე. მაგალითისთვის, უკვე თვალსაჩინოა პანდემიის უარყოფითი გავლენა ტურიზმის სფეროზე. საქართველოს შემთხვევაში, 2019 წელს ტურიზმის წილი მშპ-ში 8.1% იყო. შესაბამისად, ტურიზმის სფეროს ბიზნესების დაღმავალი ტრენდი უარყოფითად აისახება სარეკლამო ბაზარზე, რადგან შემცირდება ამ სფეროში მომუშავე კომპანიების სარეკლამო აქტივობა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, მარტის თვისთვის უკვე ფიქსირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 2.7%-იანი კლება, ეს ტენდენცია 2020 წლის სარეკლამო ბაზარზეც აისახება.

სატელევიზიო კომერციული და სასპონსორო ტიპის რეკლამების თვალსაზრისით, 2019 წელს რეკლამის განმთავსებლების მიერ დაგენერირებული wGRP-ების გადანაწილების მიხედვით, ჯამური wGRP-ების დაახლოებით 85% შემდეგ კატეგორიებზე გადანაწილდა: სასმელები, სურსათი, სპორტი, ტურიზმი, გართობა, მედიცინა, სილამაზე და ჯანმრთელობა, ინდუსტრი და სერვისები, ფინანსები.

„2019 წელს სწორედ ამ ტოპ კატეგორიების კომპანიების მიერ განთავსებულ რეკლამებს უნდა დაეგენერირებინათ სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნორმალურ პირობებში, 2020 წელსაც აღნიშნული კატეგორიები იქნებოდნენ ყველაზე მსხვილი განმთავსებლები“ - აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system