თავში

ქართული წარმოების კედები იტალიასა და ესპანეთში გაიყიდება

ქართული წარმოების კედები იტალიასა და ესპანეთში გაიყიდება
ქართული წარმოების კედები იტალიასა და ესპანეთში გაიყიდება

"მე ქართველი ვარ" -ამ მესიჯით ადგილობრივ ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდა. კომპანია "კორტექსი" სპორტულ ფეხსაცმელს 1 წელზე მეტია, აწარმოებს და ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით ყიდის, ახლა უკვე საკუთარ ნაწარმს ექსპორტზეც გაიტანს. კომპანიის მენეჯმენტი ამ ეტაპზე საწარმოო ხაზის გასაფართოებლად ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. წარმოების ზრდის პარალეურად გაზრდიან დასაქმებულთა რაოდენობასაც. 

როგორც "კორტექსის" თანადამფუძნებელი დიანა ველენგურსკაია გვიხსნის, ქართული წარმოების კედებით მოხიბლულია იტალია და ესპანეთი.

"განსაკუთრებით აქტიურობს იტალია. დაინტერესებულია ესპანეთიც. მოლაპარაკეკბი გვაქვს ესპანურ მხარესთანაც. ძალიან გვინდა საექსპორტო მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ეს მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ შემოსავალი და ბიზნესში რეინვესტირება მოვახდინოთ მოგების," - განუცხადა Report.ge-ს დიანა ვერულოვსკაიამ.

ამჟამად "კორტექსის"  ნატურალური ტყავისგან, ხელით შეკერილი ფერადი კედები, თბილისში, მცირე საწარმოში, 10 ადამიანისგან შემდგარი გუნდის მიერ იქმნება, მისი შეძენა საწარმოშივე არსებულ მცირე შოურუმსა და ონლაინმაღაზიაშია შესაძლებელი. სტარტაპის შესაქმნელად დიანა ველენგურსკაიას, კახა კირთაძესა და გიორგი დიდიძეს, ორ-ნახევარი წელი დასჭირდათ. რაც შეეხება ბრენდის სახელს – კორტექსი ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ფიქრზე, საუბარზე, გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი და როგორც ბრენდის შემქმნელები აღნიშნავენ, მათი თითოეული მოდელიც დიდი ფიქრისა და შთაგონების შედეგია. მეწარმეებს სჯერათ, რომ კორტექსის ჯადოსნური ძალა უზარმაზარ ნაბიჯებს გადაგადგმევინებს წინ მათ მომხმარებელს.

"თავდაპირველად იხატება დიზაინი. შესწორებებისა და დამტკიცების შემდეგ, იქმნება ზუსტი თარგი, რომელსაც მეთარგე კონკრეტულ კალაპოტს არგებს. შემდეგ იჭრება ტყავი და იკერება ზედაპირი. ზედაპირის შეკერვას 2-3 საათი სჭირდება. მომდევნო ეტაპი კალაპოტზე აწყობა და წებოთი დასმაა. კალაპოტში კედი 12-18 საათს ყოვნდება. შემდეგ წებოთი მაგრდება ძირზე. ამ პროცესს კი შემოკერვა ასრულებს. საბოლოო პროდუქტი კი შესაფუთად მიდის. მომხმარებელს კონკრეტულ მოდელებს ვთავაზობთ. ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ამ ეტაპზე 12 მოდელია განთავსებული. მსურველებს შეძენა ონლაინ გამოწერის საშუალებით. მარტივად შუძლიათ ჩვენივე ვებგერდიდან: cortex.ge. გამოწერის შემდეგ, თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად იქმნება შერჩეული მოდელი. საქართველოს მასშტაბით შენაძენის მიწოდება უფასოა. ჩენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება. საკუთარ პროდუქტშიც დარწმუნებულები ვართ, ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის ადრესატი ფეხსაცმელს ვერ მოირგებს, შეეძლება ზომაში გადაცვალოს, ან სურვილის შემთხვევაში, უკანაც დააბრუნოს, თანხა კი სამ დღეში სრულად აუნაზღაურდება," - გვითხრა დიანა ვერულოვსკაიამ.

კომპანია მომხმარებელს ყველა სეზონის კედებს სთავაზობს, როგორც ქალის, ისე კაცის. ფეხსაცმელი მთლიანად ნატურალური ტყავისგანაა დამზადებული, როგორც გარედან, ისე შიგნიდან, რაც შედარებით ძვირი სიამოვებაა. შედარებით იაფია საზაფხულო ნაჭრის კედები, აქვთ ბავშვის ხაზიც და საოჯახო სერიებიც. ნედლეულის ძირითადი ნაწილი ჩამოდის იტალიიდან და თურქეთიდან თუმცა, Cortex-ის კედებისთვის ქართული წარმოების რამდენიმე გამორჩეული ფერის ტყავიც გამოიყენება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system