თავში

ქართული წარმოების პირბადეები ევროპასა და აშშ-ში დაექსპორტდა

ქართული წარმოების პირბადეები ევროპასა და აშშ-ში დაექსპორტდა
ქართული წარმოების პირბადეები ევროპასა და აშშ-ში დაექსპორტდა

უცხოეთში ქართული წარმოების პირბადეების ექსპორტი დაიწყო. 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, პოლიპროპილენისგან წარმოებული პირბადეები ექსპორტზე ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა.

მოგეხსენებათ, პირბადეები იწარმოება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიც და ასევე, კერძო კომპანიების მიერ. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრე იმპორტიორი ქვეყანა ვიყავით, ახლა კი პირბადეების ექსპორტიორი ქვეყანა ვართ. ევროპულ ქვეყნებში, უკრაინაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა ექსპორტზე, მანამდე ჩვენ ვკრძალავდით, რადგან ვუყურებდით, რომ შიდა ბაზარი გაჯერებულიყო“, - განმარტავს მინისტრი და დასძენს, რომ ამ დროისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 5 მილიონამდე  დოლბანდის 12-შრიანი პირბადეა წარმოებული. პირბადეები მოსახლეობას სუბსიდირებულ ფასად მიეწოდება და მისი ექსპორტი არ განიხილება.

ცნობისთვის ეკონომიკის მინისტრმა პირბადეების დაექსპორტება ჯერ კიდევ მაისში დააანონსა.

შეგახსენებთ, სუბსიდირებული ქართული პირბადეების პროგრამა დასრულდა. პროგრამა ჯამურად 3,459,077,80 ლარი დაჯდა. სულ 5,349,195 ცალი პირბადე შეიკერა. პირბადეების სამთავრობო პროგრამაში ჩართული იყო 16 საწარმო/სამკერვალო. მათი მომსახურების (კერვის) ღირებულებამ ჯამში, დაახლოებით, 1,955,961 ლარი შეადგინა.

ამ პროგრამის მოქმედების ვადა ბაზრის გაჯერებამდე ჯერ კიდევ პროგრამის გაშვებისას განსაზღვრა.

შიდაბაზარზე ამ დრომდე ქართული წარმოების პირბადეებზე მაღალი მოთხოვნაა და 8 აპრილიდან მისი ყიდვა 50 თეთრადაა შესაძლებელი.

მთავრობამ მასობრივი წარმოების დაწყება მარტის მეორე ნახევარში დაანონსა და ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 5 აპრილიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, საზოგადოების ნაწილმა ქართული პირბადის დიზაინი დაიწუნა, თუმცა პირბადის დიზაინითა და ხარისხით კმაყოფილია ინფექციონისტები, პაატა იმნაძეც და მარინა ეზუგბაიაც. მის ხარისხში ეჭვი არ ეპარება ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესაც. ქართული წარმოების პირბადის ხარისხით ამაყობს ეკონომიკის მინისტრიც.

ნათია თურნავამ პირბადე საკუთარი ხელითაც კი შეკერა და საკუთარი შეკერილი პირბადე პირდაპირ ეთერშიც მოირგო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system