თავში

ქართული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ქართული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
ქართული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.7735 ლარი ღირს.

ოთხშაბათს, 4 მარტს კი 1 დოლარის ყიდვა 2.7860 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0125 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.0969 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო ოთხშაბათს 3.1064 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0095‬ პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს,  5 მარტს დაადგინა, ხვალიდან, 6 მარტიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.7737 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system