თავში

ქართულმა სტარტაპმა 20-მდე პენსიონერი დაასაქმა

ქართულმა სტარტაპმა 20-მდე პენსიონერი დაასაქმა
ქართულმა სტარტაპმა 20-მდე პენსიონერი დაასაქმა

სტარტაპერმა გიორგი ნაზაძემ საკუთარ კომპანიაში 20 მდე პენსიონერი დაასაქმა. ისინი ქუდებს ქსოვენ. როგორც მეწარმე ამბობს, კომპანიაში დასაქმებული 20 ქალბატონიდან 10 მოხუცთა სახლ "კათარზისში" ცხოვრობს.

კომპანია ამჟამად მხოლოდ ქუდებს ამზადებს, თუმცა მიმდინარე წლის გეგმა პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაა. კომპაბნიაში დასაქმებულ ბებოებს ქუდების გარდა, შარფების, კაშნეების, ხელთათმანების, პულოვერებისა და წინდების მოქსოვაც მოუწევთ.

სტარტაპის პროგრამა მინიმუმი სამ წელიწადში სამი მსხვილ ევროპულ დედაქალაქში შესვლაა. გიორგი ნაზაძე ევროპის ბაზარს სწავლობს და ქალაქების შერჩევის შემდეგ ბუტიკების გახსნას გეგმავს.

"ჩემს სტარტაპს "ბებიას" საგანგებოდ დავარქვი. შემთხვევითი არც პენსიონერი ქალბატონების დასაქმებაა. ქართველი ბებოები განსაკუთრებული სიყვარულით და მზრუნველობით ქსოვენ. სულ რაღაც თვენახევრის წინ გამოვჩნდით ბაზარზე და უკვე 300 ქუდის გაყიდვა შევძელით. ამჟამად წარმოდობა კვირაში 50-60 ქუდია. პროდუქტის რეალიზაციის ძირითადი არხი გარეგაყიდვებია საახალწლო ბაზრობების ფორმატში. ვიხმართ ონლაინრეკლამასაც, სოციალური ქსელების მეშვეობით. მომავალ წელს 2 500 ცალი ქუდის ნაშთით შევხვდებით სეზონს და მეტი ბებოს დასაქმებაც შემეძლება," - განაცხადა გიორგი ნაზაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system