თავში

"ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს 4 მლნ ცალი პირბადე გადასცა

"ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს 4 მლნ ცალი პირბადე გადასცა
ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს 4 მლნ ცალი პირბადე გადასცა

ფონდმა „ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს 4 მლნ ცალი პირბადე გადასცა.

პირბადეები ქართულმა კომპანიამ შეკერა. ეს არის უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები , რომელიც სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

შეგახსენებთ, ფონდი "ქართუ", რომლის დამაარსებელი და განმკარგველი ბიძინა ივანიშვილია, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ StopCov ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა.

რაც შეეხება პირბადეების ადგილობრივ წარმოებას, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, ქართული პირბადეები ექსპორტზეც გადის.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 5 მილიონამდე დოლბანდის 12-შრიანი პირბადეა წარმოებული. პირბადეები მოსახლეობას სუბსიდირებულ ფასად მიეწოდება. ცნობისთვის ეკონომიკის მინისტრმა პირბადეების დაექსპორტება ჯერ კიდევ მაისში დააანონსა.

შეგახსენებთ, სუბსიდირებული ქართული პირბადეების პროგრამა დასრულდა. პროგრამა ჯამურად 3,459,077,80 ლარი დაჯდა. სულ 5,349,195 ცალი პირბადე შეიკერა. პირბადეების სამთავრობო პროგრამაში ჩართული იყო 16 საწარმო/სამკერვალო. მათი მომსახურების (კერვის) ღირებულებამ ჯამში, დაახლოებით, 1,955,961 ლარი შეადგინა.

ამ პროგრამის მოქმედების ვადა ბაზრის გაჯერებამდე ჯერ კიდევ პროგრამის გაშვებისას განსაზღვრა.

შიდაბაზარზე ამ დრომდე ქართული წარმოების პირბადეებზე მაღალი მოთხოვნაა და 8 აპრილიდან მისი ყიდვა 50 თეთრადაა შესაძლებელი.

მთავრობამ მასობრივი წარმოების დაწყება მარტის მეორე ნახევარში დაანონსა და ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 5 აპრილიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, საზოგადოების ნაწილმა ქართული პირბადის დიზაინი დაიწუნა, თუმცა პირბადის დიზაინითა და ხარისხით კმაყოფილია ინფექციონისტები, პაატა იმნაძეც და მარინა ეზუგბაიაც. მის ხარისხში ეჭვი არ ეპარება ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესაც. ქართული წარმოების პირბადის ხარისხით ამაყობს ეკონომიკის მინისტრიც.

ნათია თურნავამ პირბადე საკუთარი ხელითაც კი შეკერა და საკუთარი შეკერილი პირბადე პირდაპირ ეთერშიც მოირგო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system