თავში

"ქართუს" დეპოზიტების პორტფელი ყველაზე დოლარიზებულია

"ქართუს" დეპოზიტების პორტფელი ყველაზე დოლარიზებულია
ქართუს დეპოზიტების პორტფელი ყველაზე დოლარიზებულია

საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან "ქართუს" დეპოზიტების პორტფელი ყველაზე დოლარიზებულია. დეპოზიტების 87% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, 600 მლნ ლარამდე მოცულობის ვადიან ანაბრებში კი ნახევარ მილიონზე მეტი სავალუტო დეპოზიტებია. 1 მაისის მდგომარეობით, "ქართუში" 1.039 მლრდ-ის ფიზიკური და იურიდიული პირების ანაბრებია განთავსებული.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ცოტა ხნის წინ შეამსუბუქა სარეზერვო მოთხოვნა და დეპოზიტების მაღალი დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტით (>70%) უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სასხრებზე სარეზერვო ნორმა, 25%-დან 10%-მდე არ უმცირდება.

კომერციულ ბანკებს სარეზერვო ნორმა უმცირდებათ. საუბარია სავალდებულო სარეზერვო ნორმის 25%-დან 10%-მდე შემცირებაზე. ეროვნული ბანკის ცნობით, სარეზერვო მოთხოვნა ბანკებს ივლისიდან უმსუბუქდება, რომლის საჭიროება სებ-ის პრეზიდენტმა მაღალი დოლარიაციის გამოწვევით ახსნა, რომლის წნეხშია მონეტარული პოლიტიკა (ეფექტიანობა ეზღუდება) და ზრდის ფინანსური სტაბილურობის რისკებს.

სებ-მა  ბანკმა საბანკო სისტემას კაპიტალის მოთხოვნები  2020 წლის მარტში შეუმცირა. კერძოდ, კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილი (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმდა. კომერციული ბანკებისთვის მაშინ 1.6 მილიარდი ლარის კაპიტალი გამოთავისუფლდა, რაც ბანკებმა ძირითადად სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შესაქმნელად გამოიყენეს. სებ-ი 2021 წლის 2 ივნისიდან აპირებს, ბანკებს ეს კაპიტალის ბუფერები ეტაპობრივად აღუდგინოს. სწორედ ამ მოთხოვნის გადავადებას მოითხოვს საქართველოს საბანკო ასოციაცია, რადგან მათი აღდგენის შედეგად ბანკებს სოლიდური ხარჯის გაღება მოუწევთ. სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR) ბუფერის აღსადგენად ბანკებს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 წელი მიეცემათ, ხოლო კონსერვაციის ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი - 2 წელი.

"ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილი კონცენტრაციის ბუფერისა და წმინდა GRAPE ბუფერის ახალი განაკვეთების ამოქმედება და წლის ბოლოს დაგეგმილი სისტემურობის ბუფერის ზრდა. ბანკებში არსებული კაპიტალის ბუფერების და მოსალოდნელი მომგებიანობის გათვალისწინებით, გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენა საკრედიტო აქტივობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს," - განმარტებულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის თებერვლის გადაწყვეტილებაში.

2020 წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის დაწყების თარიღს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შემდეგ შეხვედრაზე, 2021 წლის 2 ივნისს, განიხილავს.

თებერვალში ბანკებს კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დაუტოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system