თავში

ქართველ ჯარისკაცებს პირბადეები გადაეცათ

ქართველ ჯარისკაცებს პირბადეები გადაეცათ
ქართველ ჯარისკაცებს პირბადეები გადაეცათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების პირველი პარტია გადაეცა. 

აღნიშნული დეფიციტური პროდუქტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებითაა დამზადებული. 

როგორც ეკონომიკის სამინისტროდან report.ge-ს აცნობეს, პირბადეები დოლბანდისგანაა შეკერილი და მათი გამოყენება პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში მრავალჯერ შეიძლება.

ქართული წარმოების პირბადეები უკვე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და სხვა მოხელეებს, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, ასევე იმ სასტუმროების პერსონალს, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტებით საკარანტინო ზონებია შექმნილი. 

როგორც report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პირბადეების გადაცემის პროცესი მომავალშიც გავრცელდება. 

შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ორგანიზებით, საქართველოში დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტის, პირბადეების, წარმოება დაიწყო.

ამჟამად პროგრამაში 10 საწარმოა ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system