თავში

ქართველმა ფერმერებმა მოსავლიანობა 40%-ით გაზარდეს

ქართველმა ფერმერებმა მოსავლიანობა 40%-ით გაზარდეს
ქართველმა ფერმერებმა მოსავლიანობა 40%-ით გაზარდეს

გასულ წელს, ENPARD–ის პროგრამის ახალი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს.

"წლევანდელი მოსავალით შედეგები უკვე სახეზეა: ფერმერებმა მოსავლიანობის 40%-ით გაზრდა და წარმოების ღირებულების 30%-მდე შემცირება, და მასთან, სხვადასხვა გამოწვევებთან, მაგალითად გვალვასთან გამკლავება შეძლეს. ასევე, ახალი კულტურები, როგორიცაა ტკბილი სიმნიდი და ბროკოლი, მოიყვანეს," - განმარტავენ საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია საქართველოში მოსავალი უფრო ბარაქიანი გახდეს.

"ჩვენ ვიწყებთ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ამ ფერმერებიდან ხუთი მათგანის წარმატების ისტორიას გაგაცნობთ. სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში ცვლილებების შეტანა სპეციალურ აღჭურვილობას საჭიროებს, მაგრამ მთავარი მაინც ახალი მიდგომებია - გარემოსთან მეგობრული, და სწორად დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა. ეს არ ეხება მხოლოდ მეურნეობას - ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ ფერმერებს მიღებული პროდუქციის რეალიზაციაში დავეხმაროთ. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, შესაბამისად, ამ სფეროში ნებისმიერი წინსვლა დიდი შედეგის მომტანია.ჩვენი მიზანია, საქართველოში მოსავალი უფრო ბარაქიანი გავხადოთ," - განმარტავენ საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობაში.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system