თავში

კასპიის აუზის რუსული პორტების ტვირთბრუნვა გაზრდილია

კასპიის აუზის რუსული პორტების ტვირთბრუნვა გაზრდილია
კასპიის აუზის რუსული პორტების ტვირთბრუნვა გაზრდილია

რუსეთის კასპიის ზღვის ნავსადგურების ტვირთბრუნვა 2020 წელს გაიზარდა. რუსეთის საზღვაო სავაჭრო პორტების ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კასპიის აუზის რუსული პორტების ტვირთბრუნვამ 2020 წლის იანვარ-დეკემბერში შეადგინა 8,1 მილიონი ტონა, ზრდა წლიურ ჭრილში 9,5%-ია. 

რუსულმა პორტებმა შარშან  3.4 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი გადაამუშავა, ზრდა +21, 2%-ს გაუტოლდა. თხევადი ტვირთის გადამუშავების მაჩვენებლი 4.7 მილიონი ტონას გაუტოლდა, ზრდა + 2.5%-ია.

მახაჩკალას პორტებში ტვირთის გადატვირთვის მოცულობა გაიზრდილია 6,8%-ით, 5,0 მლნ ტონამდე, ხოლო ასტრახანში ზრდა 14,4%-ს გაუტოლდა და გადამუშავებული ტვირთის ოდენობა  2,5 მილიონ ტონამდეა გაზრდილი.

რუსეთის საზღვაო პორტების ჯამური ტვირთბრუნვა 2020 წლის იანვარ-დეკემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3% -ით შემცირდა და 820,8 მილიონი ტონა შეადგინა.

რუსეთის პორტებში ტვირთბრუნვის ზრდას ექსპერტები რუსეთის ხელისუფლების მიერ საზღვაო გზით საქონლისა და საქონლის მიწოდების ახალი არხების შექმნითა და რეგიონული ლოგისტიკური პოლიტიკის გაძლიერებით ხსნიან. 

სპეციალისტები ტამანის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტად მიიჩნევენ. ტამანის პორტმა ტვირთების გატარება გასულ წელს დაიწყო. გასულ წელს უნდა მიეღო ანაკლიის პორტსაც პირველი გემი, რომ არა დიდი გაუგებრობა მის პროექთან დაკავშირებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა პორტი, თუმცა 2020 წლის 9 იანვარს მთავრობამ მას ხელშეკრულებას შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორისძებნა დაიწყო.  

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული..

ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება. პროცესში ჩაერთვება საერთაშორისო კონსულტანტიც. მთავრობა იმედოვნებს, რომ პროექტით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან.

ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის შერჩევის პროცესის გააქტიურდება დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმაც დააანონსა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ.

ანაკლიის პორტი კვლავ მთავრობის პრიორიტეტებში სახელდება. პორტის პროექტის სატენდერო პირობები ახლდება. მთავრობა ანაკლიის სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას გეგმავს და პორტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტიც ხელახლა მომზადდება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

რას კარგავს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის დაპაუზებით, რა 6 ნეგატიური შედეგი მოაქვს ეკონომიკაში ღრმაწყლოვანი პორტის არქონას, რატომ ვერ აშენდა, როდის აშენდება, ვინ ააშენებს და, ზოგადად, ყველაფერს ანაკლიის პორტის შესახებ, გაეცანით report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system