თავში

კასპში 12 ჰექტარზე მაყვლის ბაღი გაშენდა

კასპში 12 ჰექტარზე მაყვლის ბაღი გაშენდა
კასპში 12 ჰექტარზე მაყვლის ბაღი გაშენდა

საქართველოში მაყვლის მოსავალს იღებენ. მაყვლის მოსავლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი  სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში გაშენებულ შპს „ზზ ჯგუფის“ კენკრის ბაღში გაეცნენ. ბაღშე წელს პირველი მოსავალი აიღეს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კენკროვანი კულტურის მოსავლის დაბინავების კუთხით, შემნახველი ინფრასტრუქტურის გამართული მოწყობისათვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„მოსავლის დაბინავება უნდა ხდებოდეს შესაბამისი სამაცივრო, გამაგრილებელი, შემნახველი ინფრასტრუქტურის პირობებში. ამისთვის ჩვენ გვქონდა კოოპერატივებისთვის თანადაფინანსების კომპონენტი. ინდივიდუალური მეურნეობებისთვის ეს კომპონენტი 2021 წლიდან ამოქმედდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ ბოლო წლებში კენკროვნების მიმართულება ქვეყანაში ძალიან პოპულარული გახდა და აქტიურად ვითარდება.

"ფერმერებს სჭირდებათ ახალ ტექნოლოგიებთან წვდომა, აგრონომთა მხრიდან კონსულტაციები. რომ არა პანდემია, წელს უკვე გვეყოლებოდა უცხოელი კონსულტანტები კონკრეტული დარგობრივი კულტურების, მათ შორის, კენკროვანის მიმართულებებით. 2021 წლიდან, ამ პროგრამებს ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შპს „ზზ ჯგუფმა“ კენკრის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98, 587 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 71,099 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 27,488 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. ბაღში 20 ადგილობრივია დასაქმებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system