თავში

"კავკასუს ონლაინს" შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს

​"კავკასუს ონლაინს" ავტორიზაცია შეუჩერდეს
კავკასუს ონლაინს შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს

„კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება კვლავ არ შეუსრულებიათ, რის გამოც, შპს „კავკასუს ონლაინი“ 90 000 ლარით, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომი“ 63 930 ლარით დაჯარიმდნენ.

ამის შესახებ report.ge-ს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს. 

საქმე ეხება კომპანიების წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას. კომისიამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე მესამედ დაავალდებულა და ვადად 22 თებერვალი განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, შესაძლოა დღის წესრიგში კომპანიების ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი განმარტავს, რომ აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო, კომისიამ კომპანიები 12 დეკემბერს 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. „კავკასუს ონლაინი“ და „რკინიგზის ტელეკომი“ ვალდებული იყვნენ 18 იანვრამდე წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. თუმცა, კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება უკვე მესამედ არ შესრულდა.

„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი, ან დენადი ხასიათის დარღვევის გამო, კომპანიებს ფულადი ჯარიმა ეკისრებათ. შესაბამისად, 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე, კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 90 000 ლარის, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომს“ 63 930 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system