თავში

კენკროვნების წარმოების შესაძლებლობა საქართველოში

კენკროვნების წარმოების შესაძლებლობა საქართველოში
კენკროვნების წარმოების შესაძლებლობა საქართველოში

საქართველოში კენკროვანი კულტურების მიმართ ინტერესი მატულობს. ფერმერების ინფორმაციით, თავის დროზე მთავრობის ხელშემწყობი ღონისძიებები აქტიურად დაეხმარა ფერმერებს, რომ წარმოების და ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა ჰქონოდათ. თუმცა არსებული რესურსი ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის გამოყენებული. როგორც ფერმერები ამბობენ, კენკროვან კულტურებში დიდი შესაძლებლობაა, რომ იმპორტი ჩანაცვლდეს.

მოცვის პლანტაციები ბაღდათში 2010 წელს გაშენდა და ქარხანა მხოლოდ 2017 წელს, სახელმწიფოსგან მიღებული თანადაფინანსებით გაიხსნა. პროდუქტი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე გადის.

კოპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, სურდათ ისეთი პროდუქცია გაეშენებინათ, რომელიც ექსპორტზე იქნებოდა გათვლილი, რადგანაც მსგავსი პროდუქტები საქართველოში ძირითადად იმპორტირებულია. მეწარმე ამბობს, რომ მოცვის გასაშენებლად და კარგი მოსავლის მისაღებად დასავლეთ საქართველოს ნოყიერი ნიადაგი ხელსაყრელია.

,,ფერმერები კენკროვანი კულტურებით ბოლო დროს საკმაოდ დაინტერესდნენ. მნიშვნელოვანია, რომ წარმოების ჯაჭვი სწორად აიწყოს, ვინც ამას შეძლებს, კენკროვნებს ძალიან საინტერესო ბიზნესად აქცევს.  წარმოებული პროდუქტით სუპერმარკეტებს ვამარაგებთ და ქვეყნის გარეთაც გაგვაქვს, ძირითადად ევროპულ ბაზრებზე. სახელმწიფო დაგვეხმარა იმითაც, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვცა. ასევე გავაშენეთ შავი ქლიავი, რაშიც ,,შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამით ვისარგებლეთ. ვფიქრობ, რომ დარგში დიდი პოტენციალია, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში სოფელიც და ეკონომიკაც დიდ სარგებელს მიიღებს", - ამბობს ფერმერი.

ამ ეტაპზე ლურჯი მოცვი ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში 6 ჰექტარზე აქვთ გაშენებული, თუმცა ნედლეულის შესყიდვას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. ქარხანათანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი დაპროდუქტის წარმოებას ISO 22 000- სტანდარტით ახორციელებს.

კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენებაში გლეხებს სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავალი" ეხმარება. ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობასა და სხვა საჭირი მასალების შეძენას სახელმწიფო პროგრამა 100 % აფინანსებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system