თავში

კერძო საბავშვო ბაღებს მთავრობა სესხების პროცენტს გადაუხდის

კერძო საბავშვო ბაღებს მთავრობა სესხების პროცენტს გადაუხდის
კერძო საბავშვო ბაღებს მთავრობა სესხების პროცენტს გადაუხდის

კერძო საბავშვო ბაღებს მთავრობა სესხების პროცენტს გადაუხდის. ამის შესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, 2020 წლის დეკემბერიდან მოქმედებს რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელზეც დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა. სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ ამ პროგრამის გაფართოება გადაწყვიტა და მასში მეტი ბიზნესი ჩართო.

"სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რადგან მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა," -თქვა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ ,სწავლა საქართველოში 15 თებერვლიდან იწყება, თუმცა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომაზე არაფერი თქმულა. მოგვიანებით ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დააზუსტა, რომ ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება.

ცნობისთვის, 2020 წლის დეკემბერში საქართველოს კერძო საბავშვო ბაღების ასოციაციამ პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა წერილი, სადაც ხაზგასმით გაწერეს, თუ რა პირობებით სჭირდება მათ საბანკო ვალდებულებების შუამდგომლობა კომერციულ ბანკებთან და სუბსიდირება.

წერილში გახგასმულია, რომ ბაღები ვერ მუშაობენ და სექტორი გადახდიუუნაროა. ამიტომაც ისინი პრემიერ-მინისტრისგან ითხოვენ, დაავალოს შესაბამის უწყებას კომერციულ ბანკებთამ შუამდომლობა, რომ ამ სექტორის კომპანიებს და მათში დასაქმებულ ფიზიკურ პირებს სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდეთ 6 თვის განმვალობაში, ხოლო ძირი თანხის რესტრუქტურიზაცია მოხდეს.

კერძო ბაღების ასოციაცია ასევე ითხოვს კომპენსაციებს სექტორში დასაქმებულებისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system