თავში

კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 16% სარგებლობს - PHOTO

კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 16% სარგებლობს
კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 16% სარგებლობს - PHOTO

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სულ გაცემულია 593 814 პოლისი, რაც 40 139-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის 9 თვეში სულ გაცემული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის 553 675 პოლისი.

ამასთან, 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 180,97 მლნ ლარი შეადგინა. მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი „იმედი L“-ზე მოდის. კომპანიამ წელს ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში 62,11 მლნ ლარი მოიზიდა და შედეგად, ბაზრის 34% დაიკავა. მეორე ადგილს იჭერს - „ჯიპიაი“ 42,51 მლნ ლარით, რომელსაც მოსდევს  „არდი“ 25,75 მლნ ლარით და  „ირაო“ 11,51 მლნ ლარით. ხუთეულის ბოლო ადგილზეა „პსპ“, რომელმაც წელს  9,71 მლნ ლარი მოიზიდა.


დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, მესამე კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system