თავში

კერძო საპენსიო სქემებისთვის ახალი კანონის მიღება იგეგმება

კერძო საპენსიო სქემებისთვის ახალი კანონის მიღება იგეგმება
კერძო საპენსიო სქემებისთვის ახალი კანონის მიღება იგეგმება

საქართველოს მთავრობა პარლამენტში ელექტრონული კომერციის შესახებ ახალი კანონის ინიცირებას გეგმავს. 

პარლამენტისთვის 2020 წლის საშემოდგომო სესიაზე წარსადგენილი კანონპროექტების ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ მიმდინარე სესიაზე კერძო საპენსიო ფონდების ხელშეწყობის მიზნით ახალი ინიციატივის წარდგენა იგეგმება. 

საქმე ეხება სავალდებულო სახელმწიფო პენსიის პარალელურად, პენსიის მესამე საფეხურის სქემის განვითარებას, რომელიც ნებაყოფლობით კერძო საპენსიო დანაზოგის დაგროვებას გულისხმობს. 

ამგვარი სისტემის შექმნა მსოფლიო ბანკის მიერ არის რეკომენდირებული. 

საქართველოში საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა რამდენიმე საფეხურად იყოფა, ესენია:

1) პირველი საფეხური - საყოველთაო სახელმწიფო ასაკობრივი პენსია, რომელსაც კაცები 65 წლიდან და ქალები 60 წლიდან იღებენ განურჩევლად მათი სამუშაო სტაჟისა. ამჟამად საბაზო პენსია 220 ლარია;
2) მეორე საფეხური - სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელსაც ბენეფიციარები პირველი საფეხურის პენსიასთან ერთად აიღებენ. სავალდებულო დაგროვებით სისტემაში მონაწილეოაბ 40 წლამდე პირებისთვის სავალდებულოა, 40 წელს ზევით კი სრულად ნებაყოფლობითი. ამ სისტემით დასაქმებული იხდის საკუთარი ხელფასის 2%-ს, დამსაქმებელი დასაქმებულის ხელფასის 2%-ს და სახელმწიფო კი დასაქმებულის 2%-ს მიმართავს. სისტემაში 1 მილიონი ადამიანი მონაწილეობს, ჯამურად ფონდის მოცულობა კი 950 მლნ ლარს შეადგენს.
3) სრულად ნებაყოფლობითი საპენსიო სქემა, რომელსაც კერძო კომპანიები სთავაზობენ საკუთარ თანამშრომლებს. ამ საფეხურის განვითარებაზე არის საუბარი კანონპროექტით.

"ეს კანონის პროექტი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესრულებით უფრო დაახლოებს ასეთი სქემების რეგულირების მექანიზმებს ევროკავშირის სტანდარტებთან და გახდის მათ კიდევ უფრო მეტად დაცულს. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ტიპის სქემებში ჩართულობა უმეტეს ქვეყანაში დაბალია, ის თავისუფლებას აძლევს დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და სადაზღვევო კომპანიებს დასაქმებულების კონკრეტული სეგმენტისათვის შექმნან (სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე) კონკურენტუნარიანი საპენსიო პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ სავალდებულო დაგროვებითი პენსიისა და ამ კანონის ამოქმედებით, კიდევ უფრო განვითარდება აქტივების მმართველების ინდუსტრია, რადგან სამართლებრივად თანაბარ პირობებში, მესამე პილარის სქემების კონკურენტული შეთავაზებები დაეყრდნობა აქტივების მმართველების განსაკუთრებულ შედეგებსა და უნარებს,"- ნათქვამია მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ განმარტებაში.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system