თავში

კეთილდღეობის ინდექსით საქართველო რეგიონის ლიდერია

კეთილდღეობის ინდექსით საქართველო რეგიონის ლიდერია
კეთილდღეობის ინდექსით საქართველო რეგიონის ლიდერია

 2020 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩებამ, - ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „გლობალური კეთილდღეობის ინდექსის“ კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგის შეფასებისას.

მისი თქმით, გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს ისტორიული მაქსიმუმი უმნიშნელოვანესი წარმატებაა.

„ყველაზე სასიხარულოა, რომ ანგარიშში საქართველოს დაეთმო სპეციალური თავი, სადაც ჩვენი ქვეყანა დასახელდა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური განვითარების ყველაზე თვალსაჩინო, დამაჯერებელ მაგალითად. აქ განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ინვესტორთა დაცულობა, საგადასახადო რეფორმა, რაც ჩვენი ფისკალური პოლიტიკის წარმატებაზე მიუთითებს. ანგარიში ცალსახად პოზიტიურია და მასში საქართველო გამორჩეულია როგორც ქვეყანა, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი გააკეთა, რათა განვითარების სწორ გზაზე დამდგარიყო, რაც გულისხმობს ქვეყნის მიზანს მიაღწიოს სიღარიბიდან კეთილდღეობამდე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.

167 ქვეყანას შორის საქართველო კეთილდღეობის ინდექსში 53-ე ადგილზეა. ქვეყანამ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში რეალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გასამმაგდა. ეს ტრანსფორმაცია ქვეყნის ეკონომიკის თანმიმდევრული და ფრთხილი მმართველობის შედეგია, რომელმაც 2010 წლის შემდეგ, ყოველწლიურად მშპ-ის თითქმის 5%-იანი ზრდა უზრუნველყო, ხოლო ქვეყანამ ადგილი დაიმკვიდრა ღია ეკონომიკის ინდექსის პირველ ათეულში, რადგან საქართველოს პროგრესი ღია ეკონომიკის ბევრ პრინციპს ეყრდნობა.

ანგარიში ასევე ხაზს უსვამს უკანასკნელი ათწლეულის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს (2009 წელთან შედარებით 11 პოზიციით გაუმჯობესებული რეიტინგი), რომელიც განსაკუთრებულად წარმოჩენილია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system