თავში

ხაჭაპურის ინდექსი 12% -ით გაიზარდა

ხაჭაპურის ინდექსი 12% -ით გაიზარდა
ხაჭაპურის ინდექსი 12% -ით გაიზარდა

ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 2020 წლის ნოემბერში 4.62 ლარს შეადგენდა. ეს 4,5% -ით მეტია 2020 წლის ოქტომბერთან და 12% -ით მეტია გასული წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით. 

ინდექსის გამომთვლელები განმარტავენ, რომ წელიწადის ამ დროს, ნოემბერში, ხაჭაპურის ინდექსი ყოვეთვის აღმავალ ტრენზეა. ხაჭაპურის ინდექსს, როგორც წესი, ზრდის მისი ყველა ინგრედიენტის გაძვირება, განსაკუთრებით, ახალი რძის მარაგის შემცირების კლება და მისი ფასის მატება. 

მოკლედ, ნოემბერში ხაჭაპურის დასამზადებლად საჭირო ყველა ინგრედიენტი წლიურ ჭრილში გაძვირებულია, გარდა კვერცხისა.

გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (2019 წლის ნოემბერი) ყველი გაძვირდა 17,1% -ით, ფქვილი - 16,0% -ით, რძე - 4,8% -ით, საფუარი - 15,3% -ით, ხოლო კარაქის ფასი 13.8% -ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ კვერცხის ფასი წლიურ ჭრილში ოდნავ, -1,5% -ით შემცირდა.

ხაჭაპურისთვის საჭირო იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასის ზრდის მთავარი მიზეზი იყო ლარის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში. რაც შეეხება კვერცხის მცირე გაიაფებას, ხაჭაპურის ინდექსის გამომთვლელთა განმარტებით, საქართველოში კვერცხის იმპორტიარც თუ ისე მაღალია და ლარის კურსის რყევები პირდაპირ გავლენას არ ახდენს მის ფასზე.

"საქსტატის თანახმად, 2019 წელს კვერცხის თვითკმარობის კოეფიციენტმა 96% შეადგინა. კვერცხის ფასების შემცირება შეიძლება აიხსნას წარმოების გაზრდით; ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, 2020 წელს პირველ სამ კვარტალში ფრინველის რაოდენობა 21% -ით გაიზარდა, 2019 წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შეიძლება კვერცხი კიდევ უფრო გაიაფდეს," - ვკითხულობთ ხაჭაპურის ინდექსის ნოემბრის ანგარიშში. 

ხაჭაპურის ინდექსს ISET-ი ითვლის.

ცნობისთვის, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა თბილისში (ISET-ი) საქართველოში ფასების საერთო დონის შეფასების მიზნით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტის "იმერული ხაჭაპურის" მომზადების ღირებულებას ყოველთვიურად ითვლის და მას "ხაჭაპურის ინდექსის" სახით წარმოადგენს. ინდექსის ზრდა ქვეყანაში სურსათის ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს. 

სექტემბერში 2020 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მოსამზადებლად 4.09 ლარი იყო საჭირო. ოქტომბერში ამისთვის 4,37 ლარი იყო საჭირო, ხოლო ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 4.62 ლარს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system