თავში

ხაჭაპურის ინდექსი წელსაც იზრდება

ხაჭაპურის ინდექსი წელსაც იზრდება
ხაჭაპურის ინდექსი წელსაც იზრდება

2021 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება საშუალოდ 4,69 ლარი ჯდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხაჭაპურის ინდექსი თვიურ ჭრილში, 2021 წლის იანვართან შედარებით, 3.1% -ითაა შემცირებული, ხოლო 7.8% -ითაა გაზრდილი წლიურ ჭრილში, ანუ 2020 წლის თებერვალთან შედარებით.

ხაჭაპურის ინდექის თვიურად კლებას უკავშირებენ ყველის ფასის კლებას ახალი რძის სეზონური მომარაგების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ფასები ყოველთვიურად დაეცა, ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი წლიურად გაზრდილი: ყველი გაიზარდა 9,5% -ით, ფქვილი 18,8% -ით, კვერცხი 7,0%, საფუარი 16,3%, რძე 6,9%, და კარაქი გაიზარდა 14,6% -ით.

2021 წლის იანვარში ერთი იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასი 4,84 ლარს შეადგენდა. წინა თვესთან შედარებით (2020 წლის დეკემბერი) ხაჭაპურის ინდექსმა 3.5%-ით დაიწია, წლიურად კი (2020 წლის იანვართან შედარებით) ინდექსი 12,6%-ი გაიზარდა.

იანვარში ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი გაზრდილია, კვერცხის გარდა: კვერცხის ფასი წინა წელთან შედარებით (2020 წლის იანვარი) 1,9% -ით შემცირდა. ფქვილი  გაძვირებულია 19,3%-ით, ყველის ფასი მომატებულია 18,3%-ით, საფუარი გაძვირდა 14,5%-ით,, კარაქის ფასი გაიზარდა 12,8%-ით და რძე  გაძვირდა7,2%-ით.

ყოველი წლის იანვარში ახალი რძე დეფიციტურია და ის, როგორც წესი ჩანაცვლებულია იმპორტირებული რძის ფხვნილით, რაც იწვევს ხაჭაპურის უმთავრესი ინგრედიენტის ყველის და სხვა რძის პროდუქტების ფასების ზრდას. ხაჭაპურის ინდექსის წლიური ზრდა კი იანვარში დაუკავშირეს ქართული ლარის გაუფასურებას აშშ დოლართან მიმართებაში. 

ხაჭაპურის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტებიდან თებერვალში, იანვრის მსგავსად, წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა ხორბლის ფქვილი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხორბლის იმპორტში დიდი წილი უჭირავს რუსულ ხორბალს, ფასის ზრდის მიზეზად რუსულ მარცვალზე საექსპორტო შეზღუდვები სახელდება, კერძოდ, შარშან რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე სატარიფო განაკვეთის კვოტა 17.5 მლნ-მდე აწია და ექსპორტის ტარიფად ტონაზე 25 ევრო დაადგინა. 2021 წლის 1 მარტიდან ექსპორტის ტარიფი კიდევ გაზარდა 50 ევრომდე ტონა ხორბალზე.

სპეციალისტები აუცილებლობად მიიჩნევენ, რომ საქართველომ უნდა მოძებნოს ხორბლის იმპორტის ბაზრის დივერსიფიკაციის გზები და შეამციროს ფქვილის გაძვირების რისკი. ყველაზე პერსპექტიულ ალტერნატიულ ბაზრებად საქართველოსთვის უკრაინისა და ყაზახეთის ბაზრები სახელდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.  ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო 2020 წლის 1 დეკემბრიდან. მის ფარგლებში დასუბსიდირდება 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 10,000 ტონა ფქვილი, ერთ ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. პროგრამა მარტის ბოლოს იწურება. მეხორბლეთა ასოციაციის განმარტებით, პურის ფასის შესანარჩუნებლად სუბსიდია უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პურზე ფასის შენარჩუნება გაჭირდება და პური, სავარაუდოდ, 15-20 თეთრით გაძვირდება.  საქართველოში პური უკვე გაძვირებულია როგორც წლიურ ისე თვიურ ჭრილში. ეს დასტურდება საქსტატის თებერვლის ინფრაციის მაჩვენებლებით. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით პური და პურპროდუქტები 1.5 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო წლიურ ჭრილში, ანუ ბოლო 12 თვის განმავლობაში, ქვეყანაში პურისა და პურპროდუქტების 8.7 პროცენტიანი მატება ფიქსირდება. ეს აუცილებელი და ყველაზე მასობრივი მოხამრების პროდუქტი საქართველოში გაძვირდა იანვარშიც. 2021 წლის იანვარში 2020 წლის იანვართან შედარებით ყვეყანაში პური და პურპროდუქტები 7.5 პროცენტით გაძვირდა.

საქართველოს ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებით, რომ არა სახელმწიფო სუბსიდირება, პური კიდევ უფრო გაძვირდებოდა. ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სოლაგავა დიდი ხანია მატკიცებს, რომ სუბსიდირების პროგრამა რომ არ არ მუშაობდეს, პურის ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა. სუბსიდირების პროგრამით მთავრობამ პურის გაძვირება დააზღვია

ხაჭაპურის ინდექსს ISET-ი ითვლის.

ცნობისთვის, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა თბილისში (ISET-ი) საქართველოში ფასების საერთო დონის შეფასების მიზნით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტის "იმერული ხაჭაპურის" მომზადების ღირებულებას ყოველთვიურად ითვლის და მას "ხაჭაპურის ინდექსის" სახით წარმოადგენს. ინდექსის ზრდა ქვეყანაში სურსათის ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system