თავში

ხალხი ბინებს ძირითადად დასრულებულ ობიექტებში ყიდულობს

ხალხი ბინებს ძირითადად დასრულებულ ობიექტებში ყიდულობს
ხალხი ბინებს ძირითადად დასრულებულ ობიექტებში ყიდულობს

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ახალდაწყებულ სამშენებლო ობიექტებში ბინები ნაკლებად იყიდება. როგორც შპს ,,ივერონის" დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი report.ge-თან განმარტავს, ხალხი ძირითადად დასრულებული ბინების შეძენას ცდილობს, რის მიზეზადაც იგი სექტორში რისკის ზრდას მიიჩნევს.  გარდა ამისა, როგორც ჯაყელი აღნიშნავს, იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ სექტორს კრიზისის დაძლევის შესაძლებლობა მისცა და ამის გამო ეპიდემიის მიმართაც მეტად მდგრადი გახდა, ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით. თუმცა, თუკი ნოემბრიდან ეპიდსიტუაცია დამძიმდება, ჯაყელის აზრით, ვითარება დეველოპერულ ბაზარზეც მკვეთრად გაუარესდება.

,,სესხების სუბსიდირებამ ეპიდემიის პირველი ტალღისას კრიზისი გადაგვატანინა. მომხმარებლის გარკვეული ნაწილი შევინარჩუნეთ, რადგან სუბსიდირების პროექტმა ხალხს მცირე სტიმული მაინც მისცა. დღემდე ეს შეღავათი ამუშავებს ბაზარს, რის საფუძველზეც პრობლემას მეტნაკლებად ვუმკლავდებით. თუ სიტუაცია დამძიმდება, ამას სამშენებლო ბიზნესიც იგრძნობს. ნეგატიური გავლენა მეტნაკლებად ყველაზე აისახება. აქამდე სულ ვამბობდი, რომ დასაქმებულებს ვინარჩუნებთ, მაგრამ კორონავირუსის მასიურად გავცელების შემთხვევაში, ამის რესურსი ნაკლებად გვექნება. ჩემი აზრით, ბაზარიც გადაეწყობა და ეს პროცესი დაწყებულია. კერძოდ, მოთხოვნა უგფრო გაიზარდა დამთავრებულ ბინებზე და ახალდაწყებულები ნაკლებად იყიდება, რადგან ხალხი მეტ რისკს ხედავს. ადრე თანაფარდობა 50/50-ზე თუ იყო ახლა 50/70-ზეა. კარგია, რომ ეკონომიკის ჩაკეტვაზე არ მიდის საუბარი. სირთულეებს გადავიტანთ, მაგრამ ბიზნესის განვითარება დაიხევს", - ამბობს არჩილ ჯაყელი.

დეველოპერის ინფორმაციით, ახალი პროექტების დაწყებას ვერავინ რისკავს. გარდა ამისა, დასაქმების შემცირების საფრთხეც ჩანს.

,,ჩვენ გაგვიმართლა და ერთ-ერთ დიდ პროექტს ვამთავრებთ, მაგრამ ამის რესურსი ყველას არ აქვს. თანდათან დისტანციურზე გადავდივართ. ამით ცხადია, ორგანიზაციული საკითხები ვერ წაიწევს, ამიტომ ეპიდემიის გავლენა მეტნაკლებად ყველაზე აისახება. აქამდე ყველას მოვუწოდებდი, რომ შეგვენარჩუნებინა კადრები, მაგრამ სამომავლოდ,  საკმაოდ გაგვიჭირდება. მით უმეტეს, ბევრი ბიზნესი დაიკეტა, არასასიამოვოა, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავენ'", - ამბობს არჩილ ჯაყელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system