თავში

ხარაგაულის მერია თანხის დაკარგვის ფაქტს უარყოფს

ხარაგაულის მერია თანხის დაკარგვის ფაქტს უარყოფს
ხარაგაულის მერია თანხის დაკარგვის ფაქტს უარყოფს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თანხის დაკარგვასთან დაკავშირებით, უარყოფს და მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხარაგაულს საქართველოს მთავრობის 21 იანვრის განკარგულებით 4 093 472 ლარი გამოეყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაუკარგავს, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის ბოლოს დაკავებული 8 პროექტის დასაფინანსებელი 1 მილიონ 032 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტს, მთავრობის ჯერ 15 იანვრის, შემდეგ კი 21 იანვრის განკარგულებების მიხედვით, ისევ გადმოეცა. აღნიშნული თანხით კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება რვა სოფლის ცენტრალურ გზას, საერთო ჯამში 4 მილიონ 093 ათასი ლარით ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება," - აღნიშნულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს პრიორიტეტი საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება.

ცნობისთვის, 17 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განსაზღვრული 1 301 948 ლარი დაკარგა. ამ თანხით კი საღანძილის, მოლითის, ბაბის, ისლარის, ზარანის, ღუდუმექეთის, კიცხში ავალიშვილების უბნის, წყალაფორეთში ბაღისა და გაბეხაძების უბნების, ლეღვანში სკოლისკენ მიმავალი, საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი, სარგვეშში ცისკაძეების უბნის, ხიდარში ჯორტების უბნის, ფარცხნალში ბარის უბნის, დეისის მეორე უბნის გზები უნდა აღდგენილიყო.

ხარაგაულის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ამ ინფორმაციას უარყოფს და ასაჯაროებს 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს, რომელსაც Report.ge უცვლელად გთავაზობთ:

სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია; 

სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია; 

დაბა ხარაგაულში ფეხბურთის სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და კალათბურთის მოედნის მშენებლობა; 

სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); 

ღორეშის ა/ერთეულში კვადოურის გზის რეაბილიტაცია; 

ბორითში გოჭოურის უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი); 

ჩხერის გზის რეაბილიტაცია პირველი ეტაპი; 

უბისა, ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (პირველი ეტაპი); 

მაქათუბანში ბოჟაძეების, გამცემლიძეების და გორგაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია. 

ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; 

ღვერკი-ხორითის დამაკავშირებელი გზა; 

სოფელ ჯაფაროულის გზის რეაბილიტაცია;

ბორითი-ღორეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი),

კვესრევი-ამაშუკეთისა და  ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; 

სოფელ სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი); 

სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია; 

სოფელ დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ზარანში გზის რეაბილიტაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system