თავში

ხარისხიანი განათლების უფასოდ მიღების შანსი ევროპაშიც გვაქვს

ხარისხიანი განათლების უფასოდ მიღების შანსი ევროპაშიც გვაქვს
ხარისხიანი განათლების უფასოდ მიღების შანსი ევროპაშიც გვაქვს

ევროპული ქვეყნების უმეტესობა უმაღლეს განათლებას მარალ ფასს ადებს. ხშირად არც ადგილობრივ და არც უცხოელ სტუდენტებს არ გააჩნიათ საკმარისი სახსრები, რათა დაფარონ სწავლის საფასური ამ ქვეყნებში და ამისთვის იღებენ კრედიტებს, რომელსაც საბოლოო ჯამში სწავლის დასრულების შემდეგაც წლების განმავლობაში ფარავენ. ეს ვითარება ძირითადად დამახასიათებელია ამერიკულ სისტემაში, თუმცა, ამ მხრივ, გამონაკლისი არც ევროპაა.

ზოგიერთი განვითრებული ქვეყნის მთავრობა უმაღლეს განათლებას ასუბსიდირებს. მაგალითად, შვედეთში არის 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელია და აქედან მესამედი უნივერსიტეტია. შვედეთზე მოდის წილობრივად ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ევროპაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, მისი ხელმისაწვდომობაა. აქ უმაღლესში სწავლა უფასოა შვედეთისა და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

უმაღლესი განათლება სუბსიდირდება დანიაშიც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ეტაპებზე, ხოლო დოქტურანტურაზე მსურველმა სპონსორი თავად უნდა იშოვოს. ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის უმაღლესი სასწავლებლებია და დანია მშპ-ს 0,06%ს ხარჯავს უმაღლესი განათლების სუბსიდირებაზე.

უმაღლეს განათლებას ადგილობრივებისთვის და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის სრულად აფინანსებს ფინეთიც. ფინანსდებიან სტუდენტებიც, რომლებიც გაცვლით პროგრამებში მონაწილეობენ. ფინეთი გამოყოფს იმდენ გრანტს, რომელიც საკმარისია როგორც სწავლისთვის, ისე ყოველდღიური ხარჯებისთვის.

უმაღლეს განათლებას ირლანდიაში ეძახიან „განათლების მესამე დონეს“. მისი დამთავრების შემდეგ კურსადამთავრებულს ბაკალავრის წოდება ენიჭება. აქ უმაღლესი განათლების მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა კოლეჯებში. ამ ქვეყანაში 196 ათასი სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან 11 ათასი უცხოელია. თავად 16 ათასი ირლანდიელი სტუდენტი კი საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლობს.

უმაღლესი განათლება უფასოა ისლანდიაშიც ოღონდ მხოლოდ ისლანდიის მოქალაქეებისთვის. ნორვეგია კი უმაღლეს განათლებაზე ხარჯავს საკუთარი მლიაბი შიდა პროდუქტის 1,3%-ს. ნორვეგიის ყველა უნივერსიტეტში არის საერთო საცხოვრებელი, სპორტული დარბაზები და ბიბლიოთეკები. სახელმწიფო არამხოლოდ სწავლის მაღალ ხარისხზე ზრუნავს, არამედ სტუდენტების დასვენებაზეც. ჩეხეთში კი უმაღლესი განათლება მხოლოდ მასინაა უფასო, თუ განათლებას იღებთ ჩეხურ ენაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system