თავში

ხარისხიანია თუ არა თბილისის წყალი

ხარისხიანია თუ არა თბილისის წყალი
ხარისხიანია თუ არა თბილისის წყალი

"სტუდია მონიტორის" მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, „ჯივიპიმ“ განცხადება გაავრცელა. კომპანია უარყოფს სიუჟეტში მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებას.

შეგახსენეთ, სტუდია მონიტორის სიუჟეტის მტავარი ხაზი იყო ის, რომ თბილისის ზღვაში, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის წყალმომარაგების ერთ-ერთი წყაროა, საკანალიზაციო მილით ფეკალური მასები იღვრება. თავისუფლების მონიტორი ამტკიცებდა, რომ ამის შესახებ თბილისის მერიამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იცოდა, თუმცა დუმდა. უწყებას პრობლემის აღიარება მხოლოდ მას შემდეგ მოუხდა, რაც თავისუფლების მონიტორმა პასუხი პრობლემაზე პირადად მერს მოსთხოვა. მერმა საკითხის გარკვევა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

სტუდია მონიტორის საპასუხოდ „ჯივიპი“ საკუთარი წყალმომარაგების სიტემის მაღალ სტანდარტზე საუბრობს

„გვსურს მოსახლეობას კიდევ ერთხელ დეტალურად ავუხსნათ „ჯივიპის“ მიერ ზედაპირული წყლებიდან ნედლი წყლის მოპოვების და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესი. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი უსაფრთხოა და სრულად შეესაბამება, როგორც ეროვნული რეგლამენტის დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს," - ნათქვამია კომპანიის გაცხადებაში.

„ჯივიპის“ მენეჯმენტის განმარტავს, საწყის ეტაპზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნედლ წყალს მოიპოვებს მდინარე არაგვიდან, ბულაჩაურის, ნატახტრის, მისაქციელის წყალშემკრები აუზებიდან და თბილისის წყალსაცავიდან (თბილისის ზღვიდან). კომპანია განმარტავს, რომ ნედლი წყლის წყალაღება თბილისის ზღვიდან ხდება ღრმაღელეს საფილტრე სადგურის მიმდებარედ, მხოლოდ სანიტარული ზონებით დაცულ ტერიტორიაზე, 10 მეტრის სიღრმიდან.

„ჯივიპი“ წყალაღების წერტილებიდან მოპოვებული ნედლი წყლის ანალიზს ახორციელებს ზედაპირული წყლების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად როგორც ქიმიურ, ასევე მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე. შემდეგ ეტაპზე ზედაპირული წყლებიდან მოპოვებული ნედლი წყალი სასმელ წყლამდე დასაყვანად უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას. პროცესის ბოლო ეტაპზე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში, 30 წუთიანი შუალედებით მოწმდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. შემოწმებას ჯივიპის სსტ ისო/იეკ 17025:2010 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ლაბორატორიები ახორციელებენ, რის შემდეგაც თბილისის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება“, - ნათქვამია „ჯივიპის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system