თავში

ხაზარაძე 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივით გამოდის

ხაზარაძე 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივით გამოდის
ხაზარაძე 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივით გამოდის

რამდენი ადამიანი რჩება უმუშევარი? რა ფინანსური ინექცია იქნება საჭირო ეკონომიკის ხელახლა ასამუშავებლად? როგორ შევინარჩუნოთ ლარის კურსის სტაბილურობა? როგორ გადავარჩინოთ მცირე და საშუალო ზომის მეწარმეები გაკოტრებას? შესაბამისად, როგორ შევინარჩუნოთ მათ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები? რა ვუყოთ სოფლის მეურნეობას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემას? როგორ მოვახერხოთ ისე, რომ საგაზაფხულო ხვნა-თესვა არ ჩავარდეს? - ეს კითხვები აქვს პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც მთავრობას და ბანკებს 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად.

ხაზარაძე ამბობს, რომ  ქვეყნის ეკონომიკა გაჩერებულია და ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობას დღემდე არ წარმოუდგენია გამართული ანტიკრიზისული გეგმა და პანდემიისაგან მოყენებული ეკონომიკური ზარალის მიახლოებითი შეფასებაც კი.

"ჩვენ მიერ წარმოდგენილი 6 მლრდ ლარის მოცულობის ფინანსური ანტიკრიზისული გეგმა ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად შევქმენითდა ჩვენი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია 3 მლრდ ლარის საგარანტიო ინსტრუმენტის შექმნა. ამ გარანტიის საფუძველზე ბანკებმა უნდა დაიწყონ ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება იმ პირობით, რომ ისინი სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებენ თავიანთ თანამშრომლებს. ამ ფინანსური მექანიზმით გადავარჩენთ ბიზნესს და მასში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაოს დაკარგვისგან. ასეთი სესხების გაცემა უნდა მოხდეს დროში ოპერატიულად და მაქსიმალურად ნაკლები ბიუროკრატიულობით. უნდა ვივარაუდოთ, რომ პანდემიის კლება მოხდება უახლოეს ორ თვეში, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მივცეთ გადარჩენის და ხელახლა ამოქმედებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსი. თუ პანდემია გაგრძელდა, მაინც მოგვიწევს მკაცრი რეგულაციის პირობებში ბიზნესების გახსნა, ასე რომ, ორივე შემთხვევაში ჩვენი- ლელოს მოდელი ერთადერთი სწორი გამოსავალია. მოვუწოდებთ მთავრობას და ბანკებს, დროულად შეიმუშაონ შესაბამისი პროცედურა ამ გეგმის განსახორციელებლად’’, - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system