თავში

ხაზარაძე მთავრობას 3-მილიარდიანი ფონდის შექმნას სთავაზობს

ხაზარაძე მთავრობას 3-მილიარდიანი ფონდის შექმნას სთავაზობს
ხაზარაძე მთავრობას 3-მილიარდიანი ფონდის შექმნას სთავაზობს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მთავრობას 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას სთავაზობს.

პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ფონდი პარტიის მიერ შეთავაზებული 6 - მილიარდიანი ანტიკრიზისული მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

მისი თქმით, ფონდი საშუალებას მისცემს კომპანიებს, შეინარჩუნონ თანამშრომლების 80%.

ხაზარაძის თქმით, თუ აღნიშნული სქემა დაინერგება საქართველოში, ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში გაიზრდება 2-ჯერ და დამატებით 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ხაზარაძის თქმით, ეს მოდელი მუშაობს ბევრ ქვეყანაში, იაპონიიდან დაწყებული ჩვენი მეზობელი თურქეთით დამთავრებული. 

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ეს არის არამარტო მოკლევადიანი პრობლემის გადაწყვეტა, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკის გამოცოცხლების სერიოზული სტიმული. 

"ჩვენი პროგრამის მიხედვით, 3 მილიარდიანი ფონდი იქნება ნულოვანი ინტერესით და ყველა იმ ბიზნესს, რომელიც არის გაჩერებული, უნდა მივცეთ საბრუნი კაპიტალი ერთი პირობით, რომ ისინი შეინარჩუნებენ თავიანთი თანამშრომლების 80%-ს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ 24 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ საგარანტიო საბუთის მიღების საშუალება, რომ დაიმატონ იმდენი თანხა, რაც მათ სჭირდებათ და აიღონ ერთადერთი ვალდებულება, რომ თავიანთი თანამშრომლების 80%-ს არ შეამცირებენ," - ამბობს ხაზარაძე და იქვე განმარტავს, რომ ამით ქვეყანა ორ მნიშვნელოვან მიზნს მიაღწევს.

"ერთი - ეკონომიკა არ გაჩერდება და ყველა კომპანია, რომელმაც რესტარტი უნდა დაიწყოს, დაიწყებს და ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, რაც არის სამსახურის დაკარგვა, შენარჩუნდებიან ეკონომიკაში. მთელი ამ სქემის მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, ასეთი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნით ჩვენ დიდ სტიმულს ვაძლევთ ეკონომიკას და თუ ეს სქემა იქნება დანერგილი, ჩვენი ეკონომიკა 4 წელიწადში გაიზრდება 2-ჯერ და ამ სქემისა და სხვა ღონისძიებების მიხედვით დაახლოებით 200 000 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება საქართველოში. ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, რა მდგომარეობაშიც ჩვენი ეკონომიკა ჩავარდა. ჩვენ ახლა ხანძრის ჩაქრობის პირობებში ვართ, მაგრამ როცა ხანძარი ჩაქრება, არ უნდა დაგვრჩეს დამწვარი სახლი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system