თავში

ხელოვნური ინტელექტი საქართველოში ნულოვან დონეზეა - ბოძაშვილი

ხელოვნური ინტელექტი საქართველოში ნულოვან დონეზეა - ბოძაშვილი
ხელოვნური ინტელექტი საქართველოში ნულოვან დონეზეა - ბოძაშვილი

მომავალ კვირას დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამიტი გაიმართება. მასში მონაწილეობას მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მიიღებს.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი ამბობს, რომ ამ ფორუმზე მთავარი განხილვის საგანი ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკა იქნება, ხელოვნური ინტელექტი სამიტის დღის წესრიგის თითქმის ნახევარზე მეტს შეადგენს. მისივე თქმით, საქართველო ამ შეხვერდაში ფორმალურად მონაწილეობს, რადგან წარსადგენი არაფერი აქვს.

"მარტო მონაწილეობისთვის ვესწრებით სამიტს? რა უნდა წარვადგინოთ, რაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც მთავრობას არც სტრატეგია აქვს და არც პროგრამაში ერთი სიტყვითაც არ უხსენებია ხელოვნური ინტელექტი. კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, რომელიც 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა, კვირიკაშვილის პრემიერობის შემდეგ არც კი შეკრებილა, ხოლო საბჭოს შემადგენლობა 2017 წლის მერე არც შეცვლილა, მიუხედავად არაერთი სამთავრობო ცვლილებისა. მასში კვლავ ძველი პრემიერი და მინისტრები არიან...ზოგიერთ საერთოდ არარელევანტურ პერსონებზე რომ აღარაფერი ვთქვათ," - წერს ბოძაშვილი სოციალურ ქსელში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system