თავში

ხელოვნური ინტელექტის ტელემედიცინის დანადგარი დიაგნოზს ქართულად დასვამს

ხელოვნური ინტელექტის ტელემედიცინის დანადგარი დიაგნოზს ქართულად დასვამს
ხელოვნური ინტელექტის ტელემედიცინის დანადგარი დიაგნოზს ქართულად დასვამს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ქართულ ჯანდაცვის სექტორში, რამდენიმე ინოვაციური ტექნოლოგია დაინერგება. მათ შორისაა ტელემედიცინის დანადგარი, რომელიც პაციენტთა დიაგნოსტიკას მოახდენს. კიდევ ერთი ინიციატივა, რაც მინისტრმა დღევანდელ პრეზენტაციაზე გააჟღერა, პაციენტთა ელექტრონული ბარათის შემოღებაა. 

"მსურს, გადავიდე პრეზენტაციის ყველაზე ინოვაციურ ნაწილზე და წარმოგიდგინოთ საქართველოს მედიცინაში სრულიად ახალი მიმართულება. ეს გახლავთ პირველადი ჯანდაცვის ციფრული დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დასავლეთის ქვეყნებში და ის მალე საქართველოს რეალობაც გახდება. ტელემედიცინა ბევრად მეტია, ვიდრე - სტანდარტული სერვისი. ციფრული ჯანდაცვა იძლევა შთამბეჭდავ შესაძლებლობებს, რაც ადამიანს ხდის ბევრად დამოუკიდებელს, საკუთარი ჯანმრთელობის მართვაში. მისი საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში შეგვიძლია სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღება და დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, არამხოლოდ პაციენტისთვის, არამედ - სახელმწიფოსთვისაც, რომელსაც ეძლევა მეტი საშუალება მუდმივი, განახლებადი მონაცემებისა და სტატისტიკის საფუძველზე განსაზღვროს ჯანდაცვის სტრატეგია. ტელემედიცინის პირველი დანადგარი, ახლა ამ დარბაზშია და ხელოვნური ინტელექტი უკვე ქართულად გვესაუბრება", - ამბობს მინისტრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system