თავში

ხელვაჩაურში ორი ველობილიკის მარკირება იგეგმება

ხელვაჩაურში ორი ველობილიკის მარკირება იგეგმება
ხელვაჩაურში ორი ველობილიკის მარკირება იგეგმება

ბათუმთან ახლოს ორი ველომარშრუტის მარკირება იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარამენტის ცნობით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახალი ველობილიკების მონიშვნას ბათუმიდან 20 წუთის სავალზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გეგმავს.

"ველომარშრუტები სოფელ ავგიიდან ჭარნალისა და კვარიათის მიმართულებით მოინიშნება, რომელიც ველოსიპედისტებს საშუალებას მისცემს ზღვისა და მთის პანორამული ხედებით დატკბნენ. ავგია-კვარიათის“ 4,5 კილომეტრიანი ველობილიკი ავგიაში, ჯვრის ტერიტორიიდან იწყება და ზემო კვარიათის გავლით ზღვასთან ახლოს კვარიათში სრულდება. ბილიკიდან ველოსიპედისტების თვალწინ ბათუმის, გონიო-კვარიათისა და ზღვის ხედები იშლება. რაც შეეხება, მეორე „ავგია-ჭარნალის“ ველომარშრუტს ის ავგიიდან ჭარნალის ხეობას მიუყვება, მდინარისა და ტყის საფარის გავლით კი, სოფელ ჭარნალში სრულდება. სოფელში მრავლადაა კვების ობიექტები და ღვინის მარანი, რაც მოგზაურებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საშუალებას აძლევს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ველომარშრუტების მარკირებას ზაფხულის დასაწყისისთვის დაასრულებს. ამავე პერიოდისთვის იგეგმება ქედა-შუახევის დამაკავშირებელი საველოსიპედე-საფეხმავლო ბილიკის მოწყობაც. შედეგად, ზაფხულში რეგიონის სტუმრებს 3 ახალ ველომარშრუტზე შეეძლებათ მოგზაურობა“, - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარამენტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system