თავში

ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება

ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება
ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება

ქედის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, სოფელ ძენწმანში მშრალი ხილის საწარმოს მშენებლობას დონორი ორგანიზაციები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უჭერს მხარს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საწარმო 100 000 ლარით დაფინანსდა. საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

,,ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ორი სასოფლო-სამეურნეო პროფილის საწარმოს მშენებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად არ ჩერდება მსგავსი პროექტები. ყველა პროექტი, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ხორციელდება, უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და სარგებლის მომტანი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის“, - ამბობს რიჟვაძე.

ხილის გადამამუშავებილი საწარმო ,,დოლოგანის“ მშენებლობა. პროექტი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერითა და „ქედა ლიდერის" ფარგლებში ხორციელდება. საწარმოში 14 ადგილობრივი დასაქმდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system