თავში

ხინკალი, შქმერული, ხაჭაპური, ღომი - რას წერს CNN ქართულ კერძებზე

ხინკალი, შქმერული, ხაჭაპური, ღომი - რას წერს CNN ქართულ კერძებზე
ხინკალი, შქმერული, ხაჭაპური, ღომი - რას წერს CNN ქართულ კერძებზე

საქართველომ დიდი გასტრონომიული საიდუმლო აჩუქა მსოფლიოს, - ამის შესახებ CNN-ი წერს.  

გამოცემა ვრცელ სტატიას უძღვნის ქართულ კულინარიას და წერს, რომ ქართული კერძები და ღვინო, რომელიც დიდი ხანია დაფასებულია თავისი ინდივიდუალურობით, ეგზოტიკურობითა და წარმტაცობით, ახლა ღირსეულ ადგილს პოულობს მსოფლიოს სამზარეულოში. 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, თბილისში კულინარიული რევოლუციაა, შეფმზარეულები ქართული კერძების კონცეფციას ანახლებენ.

შესანიშნავი დროა საქართველოში ვახშმობისთვის“, - წერს სტატიის ავტორი და ახასიათებს ქართული გემოთი გამორჩეულ კერძებს. 

ქართულ კერძებზე საუბარს ის ხინკლით იწყებს. ავტორი ამბობს, რომ იგი საფუძველს კავკასიაში იღებს, განსაკუთრებულ გემოს კი საქართველოს მთაში, თუშეთსა და ფშავში, იძენს.

ხაჭაპურსა და აჭარულ ხაჭაპურზე ავტორი ურჩევს მკითხველს „დაგუგლონ“ და ნახონ. მისი შეფასებით კი ხაჭაპურს მსოფლიოში არც ანალოგი და არც კონკურენტი ჰყავს. ხაჭოსა და პურის ქართული კომბინაცია დღეს ყველისა და ცომის კომბინაციად ჩამოყალიბდა და უნიკალუირ და ექსკლუზიურ გემოს ქმნის.

სტატიაში მწვადზეცაა საუბარი. ავტორი ამბობს, რომ ხორცის ნაჭრების ქვაბში ჩაყრით მოლოდინია, რომ ყველაზე პრიმიტიულ ხორციან კერძს მივიღებთ. მაგრამ ქართველებმა ხორცის თავისებურად შეწვის სპეციპიკით უნიკალური გემო შესძინეს ხორცს. მწვადს განსაკუთრებით კარგად წვავენ კახეთის აღმოსავლეთ მხარეში, სადაც იყენებენ ვენახების ლერწამს, რაც ხორცს ანიჭებს სფეციფიკურ გემოს და არომატს. ქარტველები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ ღორის მწვადს, თუმცა ხბოსა და თიკნის მწვადიც ქართული სამზარეულოს სავიზიტო ბარათია.

გამოცემა წერს შქერულზეც, რომლის სამშობლოც მთიანი რაჭაა. 

აჭას ზოგჯერ ეძახიან ღვინისა და ღორის სამშობლოს, ვინაიდან იგი ცნობილია შებოლილი ღორის ხორცითა და ნახევრადტკბილი ხვანჭკარათი. ასევე იგი ნივრიანი ქათმის კერძის - შქმერულის დაბადების ადგილია“, - წერს ავტორი.

სტატიის ავტორს ასევე არ გამორჩენია ხარჩო და ღომიც, და  ჩაქაფული.
ავტორი თითოეული კერძის მომზადების წესს აღწერს და ასახელებს ადგილებს და რესტორნებს, სადაც მათი დაგემოვნებაა შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system